ბიზნესის წარმატების ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორი ნეთვორქინგი და საჭირო თუ საინტერესო ინფორმაციებზე სწორი და დროული წვდომაა. ამ მიზანს ემსახურება უკვე მეორე წელია Start in Georgia – ს მიერ Expo Georgia – ს საგამოფენო სივრცეში ორგანიზებული ღონისძიება, სადაც უკვე არსებულ თუ დამწყებ ბიზნესებს და ბისნეს სექტორში მომუშავე სხვადასხვა პროფილის მქონე კომპანიებს შეუძლიათ წარადგინონ მათი შემოთავაზება და გაცვალონ კონტაქტები. BPN Georgia მოხარულია, რომ უამრავი ნაცნობი სახე ესწრებოდა გამოფენას როგორც გამომსვლელის, ისე ვიზიტორის რანგში, რომელთაც უკვე ისარგებლეს ჩვენი მომსახურებით და დამატებითი ცოდნით აღჭურვილი წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას.