...

BPN Georgia – Start in Georgia-ს გამოფენაზე

ბიზნესის კეთება მარტივი საქმე არ არის, მაგრამ ხშირად უამრავი შესაძლებლობები არსებობს, რომლის გათვალისწინებაც საქმეს ბევრად გაგვიადვილებდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის საწყის ეტაპზე სწორი კოორდინირება, რათა დამწყებმა ბიზნესმენმა იცოდეს, რა ხელისშემწყობი ფაქტორები მოქმედებს მის სასარგებლოდ, რა სახის დამატებითი განათლება შეიძლება მიიღოს მის სფეროში, რა დაფინანსების საშუალებები არსებობს მისი ბიზნესისთვის, რა საერთაშორისო პროექტებში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, რომელ ორგანიზაციებთან შეუძლია თანამშრომლობა ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით და სხვა. 

სწორედ ამ შესაძლებლობების გაცნობას ემსახურებოდა 18 ნოემბერს ექსპო ჯორჯიას პავილიონში ბიზნესმენებისა და სტარტაპებისთვის გამართული გამოფენა Start in Georgia, რომელშიც მრავალი საკონსულტაციო, საფინანსო და საგანმანათლებლო კომპანია იღებდა მონაწილეობას.  შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შორის.

შეხვედრას BPN Georgia – ც ესწრებოდა და საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა პროგრამამ ვიზიტორებს შორის.

BPN Georgia მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას და წარმატებებს უსურვებს ბიზნესმენებს და სტარტაპებს საქმიანობაში.

No results found.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare