როცა გიჩნდება იდეა, ხედავ შესაძლებლობას და გადაწყვეტ, რომ დროა საკუთარი საქმე წამოიწყო, თავდაპირველად ყველაფერი მოტივაციით, უსაზღვრო ენთუზიაზმითა და ენერგიით არის სავსე.
თუმცა მხოლოდ მოტივაცია, ენთუზიაზმი და ენერგია საკმარისი არ არის. რეალობაში მეწარმეები მრავალ დაბრკოლებას აწყდებიან, რაც ხშირად თავიდანვე აფერხებს ბიზნესის ზრდას და დასაწყისში არსებულ მოტივაციასაც ასუსტებს.
თუ შენც იმ მეწარმეთა რიგში ხარ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ან გეგმავს საკუთარი საქმიანობის წამოწყებას, ეს სტატია სწორედ იმ სამი ყველაზე გავრცელებული შეცდომის შესახებ მოგიყვება, რომელსაც ახალი მეწარმეები ხშირად უშვებენ.
ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება სწორად დაგეგმო ნაბიჯები და თავიდანვე სტაბილური საფუძველი შექმნა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად.
-
იდეაზე ფოკუსირება მომხმარებლის საჭიროებების ნაცვლად
მეწარმეები ხშირად იმდენად არიან გატაცებულნი საკუთარი იდეით, რომ ავიწყდებათ მთავარი – ვისთვის ქმნიან პროდუქტს ან მომსახურებას და რატომ უნდა მოუნდეს მომხმარებელს მისი შეძენა, რა პრობლემას მოუგვარებს მას.
შეიძლება შენი იდეა შენთვის გამორჩეულად მიმზიდველი იყოს, მაგრამ თუ ის არ პასუხობს კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებას, მისი ,,პრობლემის გადაჭრის“ გზას, ბაზარზე ადგილს რთულად ან საერთოდ ვერ დაიმკვიდრებს.
📌 რჩევა – დაიწყე მომხმარებლის პრობლემის ან სურვილის შესწავლით.
გაიგე, ვინ არის შენი მომხმარებელი, რას ეძებს და როგორ შეუძლია შენს შეთავაზებას მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ხშირად შენი წარმატება დამოკიდებულია ბაზრის სწორად შესწავლაზე და ადაპტაციაზე.
-
საქმიანობის დაწყება ბიზნეს გეგმის გარეშე
არაერთ ახალ მეწარმეს ჰგონია, რომ ბიზნეს გეგმა ზედმეტი ბიუროკრატიაა და „პრაქტიკაში მაინც ყველაფერი სხვაგვარად ხდება“.
სინამდვილეში კი გეგმის გარეშე მოქმედებას ხშირად ქაოსსა და არაეფექტურ გადაწყვეტილებებამდე მიჰყავს ბიზნესი.
📌 რჩევა – მარტივი, პრაგმატული გეგმაც კი დიდი დახმარებაა.
განსაზღვრე შენი მიზნები, შემოსავლის წყაროები, სამიზნე სეგმენტი, მარკეტინგული არხები და პირველი 6–12 თვის ნაბიჯები. ასე უკეთ გაიაზრებ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს.
არ დაივიწყო გეგმაში მოქნილობის დატოვებაც, რადგან გარემოებების ცვლილებაზე სწრაფი რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია.
-
ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთების მცდელობა
ბიზნესის დაწყებისას თითქოს ბუნებრივია, რომ მეწარმე ცდილობს ყველაფერს თვითონ გაართვას თავი – პროდუქტიც თავად შექმნას, გაყიდვებიც თვითონ მართოს და სოციალურ ქსელებსაც თავად გაუძღვეს. მაგრამ ხშირად ეს მიდგომა უფრო აზიანებს საქმეს, ვიდრე ამარტივებს.
📌 რჩევა – გააცნობიერე, რაში ხარ საუკეთესო და დანარჩენ საკითხებში ითანამშრომლე სხვა ადამიანებთან.
საკუთარი დრო და ენერგია სწორი მიმართულებით მიმართე.
გახსოვდეს, ძლიერი გუნდი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
შეცდომების დაშვება ბიზნესის ნაწილია და ეს ყველაფერი ახალი გამოცდილების, ზრდის, განვითარების შესაძლებლობაცაა.
თუმცა გარკვეული შეცდომების თავიდან აცილება სრულებით შესაძლებელია – განსაკუთრებით მაშინ, როცა წინასწარ იცი, რას უნდა მიაქციო მეტი ყურადღება.
ამისთვის საუკეთესო საშუალება ბიზნეს გეგმის შემუშავება, სხვა მეწარმეებისა და ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების გამოცდილების გაზიარებაა.
ბიზნეს გეგმის მონახაზის შექმნა დამოუკიდებლადაც შეგიძლია,
ხოლო თუ გინდა:
- დეტალურად დასახო შენი იდეა ბიზნეს გეგმის სახით – იდეიდან ფინანსურ ნაწილამდე;
- განსაზღვრო ვინ არის შენი მომხმარებელი და რა „მტკივნეულ წერტილს“ მოუგვარებ;
- გაარკვიო, რა გამოარჩევს შენს პროდუქტს კონკურენტებისგან;
- ნახო კონკრეტულად რა ნაბიჯები, რესურსები და ხარჯები დაგჭირდება და
- მიიღო მკაფიო სურათი – საით მიდიხარ და რას უნდა ელოდო შედეგად
გაეცანი ამ ინფორმაციას – https://bpngeorgia.ge/courses/workshop-businessplan/