საქართველოში შვეიცარიის საელჩოს, Swisscontact-ისა და BPN Georgia-სერთობლივი ინიციატივით საინტერესო შეხვედრა შედგა.
ღონისძიება შვეიცარიის საელჩომ გახსნა. საელჩოს წარმომადგენლის გამოსვლაში მკაფიოდ გაესვა ხაზი კერძო სექტორის სასიცოცხლო მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლის გენერირებისა და სოციალური ჩართულობის ქვაკუთხედს.
საუბარი შეეხო, ასევე გამოცდილების გაზიარებისა და ზოგადად, ისეთი შესაძლებლობების მნიშვნელობას, როგორიც ეს შეხვედრა იყო. ასეთი შეხვედრების/პლატფორმების მიზანია, კერძო სექტორის დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყოს მდგრადი და ინკლუზიური ზრდისათვის საერთო ხედვის ჩამოყალიბებას.
Swisscontact-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, რიჩარდ როუზმა, თავის გამოსვლაში ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი ბიზნეს სერვისების ეკოსისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა, შეეხო ასევე იმას, თუ როგორ უჭერს მხარს Swisscontact-ი ადგილობრივ პარტნიორებს ამ მნიშვნელოვანი საქმეში.
BPN Georgia-ს საქმიანობაზე დაყრდნობით, რომელსაც ინდივიდუალური ბიზნეს ქოუჩინგის დიდი გამოცდილება აქვს ქართულ კონტექსტში, მისმა შვეეიცარიელმა ხელმძღვანელმა, დანიელ მათერმა, პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას ბიზნეს ქოუჩინგისა და საკონსულტაციო გავლენასთან დაკავშირებით. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა შესაძლებლობები და გამოწვევები ახლავს მცირე და საშუალო საწარმოების ქოუჩინგის პროცესს ქართულ რეალობაში. დამსწრე მეწარმეებსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბატონმა დანიელმა ასევე გაუზიარა ის შესაძლებლობები და ბენეფიტები, რასაც ქართველი BPN Georgia-ს მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური მხარდაჭერის შეთხვევაში ღებულობენ.
ღონისძიება დასრულდა ე. წ. ნეთვორქინგით, სადაც ბანკების, ბიზნეს სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ქართული მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს, BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგის, ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის, საჭირო კავშირების დამყარების ან გაღრმავების ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ.
BPN Georgia საკუთარი პროგრამის ფარგლებში აგრძელებს ადგილობრივი მეწარმეების მხარდჭერას, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ პარტნიორული ურთიერთობები და ამით კიდევ უფრო ფართოდ გავუხსნათ კარი ახალ შესაძლებლობებს საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდასაჭერად.