განსაკუთრებით მომწონს სემინარების ფორმატი, პატარა და მეგობრულ გუნდში მომხსენებელმა შეძლო ყველა მსმენელის ჩართვა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება. საინტერესო და პრაქტიკული მაგალითები კი დაგვეხმარა სწორი სარეკლამო გეგმის შემუშავებაში და მის განხორციელებაში. ჩემთვის ასევე ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო მსმენელების მხრიდან ერთმანეთის მხარდაჭერა და რჩევების გაზიარება.