ნინო მამადაშვილი BPN Georgia – ში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მას აქვს მენეჯმენტში, მარკეტინგში, მომხმარებელთან ურთიერთობაში, ორგანიზაციული პროექტების მართვასა და ტრენინგების ორგანიზებაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
მისი კარიერული გზა მოიცავს მენეჯერის, ტრენერის, სერვისის და პროდუქტების ექსპერტის, პროექტების მენეჯერის, ლექტორის და თარჯიმნის პოზიციებს.
მან საბაკალავრო განათლება მიიღო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამაგისტრო განათლება გერმანიაში, ვესტფალიის უნივერსიტეტში.
გაიარა მარკეტინგის, პიარ ტექნოლოგიების, სტრატეგიული ბრენდინგის და ბიზნესის მართვის სრული სერტიფიცირებული კურსები თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში და ბიზნეს სკოლებში.