ანა აივაზიშვილი, რომელმაც განათლება მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულებით. ანა ასევე გახლავთ კომპანია “SiSters Wine” -ის თანადამფუძნებელი. ანა BPN Georgia-ს გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. ის 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. მისი საქმიანობის არეალი სხვადასხვა პოზიციებზე მოიცავდა ბაზრის კვლევას, ახალი პროდუქტის/სერვისის შეფუთვა-დამატებას, მოლაპარკების წარმოებას, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებას და სისრულეში მოყვანას. უშუალოდ ციფრული მედია მარკეტინგის კუთხით ანას 7 წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა ის გახლავთ BPN Georgia-ს ტრენერი ციფრული მედია მარკეტინგის მიმართულებით. მისი სასემინარო პორტფოლიო შედგება სემინარებისგან: Facebook რეკლამები და სოციალურ მედია მარკეტინგი.