ავტორის არქივი

მეგი მაისურაძე

საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქოუჩი, ტრენერი
მეგი მაისურაძე 2016 წლიდან BPN Georgia – ში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების განყოფილებას უძღვებოდა. 2022 წლიდან BPN საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელია. მისი კარიერული პორტფოლიო მრავალწლიან გამოცდილებას ითვლის ტურიზმის, ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვის, კრიზისის მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. მეგი მაისურაძე პროფესიით გერმანისტიკის მაგისტრია, განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტებში (ავსტრია) მიიღო. წარმატებით გაიარა ბიზნესის მენეჯმენტის (GIPA), მარკეტინგის (CU), პროექტის მართვის (Headvice Academy), ბუღალტრული აღრიცხვის (GFPAA), სასტუმროს მართვის, სტრატეგიული ბრენდინგის, ბიზნეს ქოუჩინგის სერთიფიცირებული სასწავლო კურსები. გავლილი აქვს ბიზნესისა და ფინანსების მართვის სხვა არაერთი სერთიფიცირებული პროგრამა. კომპეტენციის არეალი
  • ბიზნესის კონსულტაცია/ქოუჩინგი
  • ზოგადი მენეჯმენტი
  • ბიზნესის დაგეგმარება/ადმინისტრირება
  • ფინანსების მართვა
  • კრიზისების მართვა
  • სასტუმრო ბიზნესის მართვა
  • კლიენტთა მომსახურების მართვა
მეგი მაისურაძე აქტიურად არის ჩართული BPN Georgia – ს სტრატეგიული მართვის პროცესში, ამასთან ერთად უძღვება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ ქოუჩინგ სესიებს და სხვადასხვა ბიზნეს სემინარს. ასევე, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესში.

სტატიები

სემინარები

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare