წარმატებული გამოცდილება და ინოვაციური აპლიკაცია მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად
18 თებერვალს კიდევ ერთი საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა შედგა BPN Georgia-ში.
ჩვენი პროგრამის ერთ-ერთმა წარმატებულმა მონაწილემ, ნათია სხვიტარიძემ – FAS Group-ის მმართველმა-პარტნიორმა, პროგრამის სხვა მონაწილეებს გაუზიარა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსური აღრიცხვისა და ბიზნესის მართვის სფეროში.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო სწორი ფინანსური აღრიცხვის მნიშვნელობას. ნათიამ გამოკვეთა, თუ როგორ შეუძლია გამართული ბუღალტრული სისტემის არსებობას პირდაპირი გავლენა იქონიოს ბიზნესის ზრდასა და მდგრადობაზე.
მან ისაუბრა გავრცელებულ შეცდომებზე, რომელთა თავიდან აცილებაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია და წარმოადგინა პრაქტიკული რეკომენდაციები.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ტექნოლოგიურ სიახლეს, რომელიც FAS Group-მა განავითარა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, აპლიკაცია FAS APP – ციფრული ბუღალტერი.
ეს ინოვაციური ინსტრუმენტი ამცირებს დოკუმენტაციის მართვის სირთულეს, ამარტივებს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობას და ზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს.
შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიული იყო და კითხვა-პასუხის ფორმატში დამსწრეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორც ფინანსურ აღრიცხვასთან, ისე აპლიკაციის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით.
BPN Georgia-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პლატფორმის შექმნას, სადაც მეწარმეები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, გამოცდილებასა და ახალ შესაძლებლობებს.
BPN Georgia – ერთად ძლიერი მეწარმეობისთვის საქართველოში!