...

მადლობა, ნინო!

BPN Georgia-ში მუშაობიდან რვა ნახევარი წლის შემდეგ ნინომ გადაწყვიტა ახალი პროფესიული გამოწვევა მიიღოს. როგორც BPN Georgia-ს ბიზნეს აკადემიის პირველმა ხელმძღვანელმა და BPN-ის ერთ-ერთმა პირველმა თანამშრომელმა საქართველოში, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში.

Nino
ამ დროის მანძილზე ნინო დაუღალავად მუშაობდა და სასემინარო მასალის ასობით გვერდი თარგმნა. 140-ზე მეტ სემინარზე ის იყო თარჯმნის, თანარეფერენტის ან რეფერენტის როლში. ყოველთვის ცდილობდა, მარტივი და გასაგები ენით აუდიტორიასთან ახლოს მიეტანა ბიზნეს თემები. ამასთანავე, ახერხებდა, შეექმნა ადამიანურობითა და სითბოთი სავსე ატმოსფერო.
პიროვნების პროფილი მისთვის განსაკუთრებით საყვარელ თემად იქცა და მას დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით აზიარებდა სემინარის მონაწილეებს. ხანდახან იმდენად ღრმად შედიოდა ამ საკითხში, რომ საათზე მინიშნება ხდებოდა საჭირო, დროის განრიგი რომ არ დარღვეულიყო. 😉

2022.10 Psychomarketing (7).jpg
აუცილებლად უნდა აღინიშნოს სემინარი „გაყიდვების ფსიქოლოგია“, რომელიც ნინომ BPN Georgia-ში მუშაობის პერიოდში განავითარა. ეს სემინარი მსმენელის დიდი მოწონებითა და აღტაცებით სარგებლობდა და ყოველთვის ავსებდა სასემინარო ოთახს.
მეწარმეებთან ინდივიდუალური შეხვედრებისას ნინო შესანიშნავი მსმენელი და მრჩეველი იყო, როგორც ბიზნეს თემების, ასევე პირადი საკითხების შემთხვევაში, რასაც ჩვენი პროგრამის მონაწილეების მხრიდან უკუკავშირიც ადასტურებს.
ნინოს მხოლოდ სასემინარო დარბაზში არ გამოუვლენია თავისი შესაძლებლობები, მან რეჟისორის როლშიც დაამტკიცა თავისი ნიჭიერება და სემინარისა და კომპანიის არაერთი ვიდეო შექმნა. უნდა აღინიშნოს ასევე, BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის გახსნის ღონისძიება 2022 წლის ივლისში, რომელსაც ნინოს საოცარი ორგანიზების წყალობით დიდი წარმატება ხვდა წილად.
მთელი გულით ვუხდით მადლობას ნინოს BPN Georgia-ში გაწეული შრომისთვის, მის გარეშე დღეს ჩვენ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ. დიდი სიამოვნება იყო მასთან თანამშრომლობა და ჩვენი გუნდის წევრობა.

TM Seminar 2017.09 (3).jpg პროფესიულ და პირად ცხოვრებაში მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ!
დიდი მადლობა, ნინო!

No results found.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare