BPN Georgia-მ მორიგი წარმატებული სემინარი ჩაატარა თემაზე ,,ადამიანური რესურსების მართვა”, რაც განსაკუთრებუთ მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის დასაქმებული კადრების მართვის სფეროში. ადამიანი ნებისმიერი ბიზნესისთვის განსაკუთრებით ღირებული რესურსია და ამ რესურსის სწორად გამოყენება ბიზნესის წარმატების წინაპირობას ქმნის. სემინარი გვასწავლის პიროვნების სტრუქტურას და ფსიქოტიპებს, მის ძირითად მოთხოვნილებებს და მასთან მიდგომის ხერხებს. ეს ინფორმაცია კი გვეხმარება კადრების სწორად შერჩევასა და დავალებების სწორად განაწილებაში.