13-14 აპრილს BPN Georgia – ს ონლაინ სივრცეში ბრენდის პოზიციონირების ვებინარი გაიმართა! შეხვედრას გაუძღვა სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო რანგის შვეიცარიელი ტრენერი და ბიზნეს ექსპერტი, კომპანია Brandoos AG – ს დამფუძნებელი ტობიას ამანი.
ტობიას ამანი კონსულტაციას უწევს წამყვან შვეიცარიულ და საერთაშორისო კომპანიებს ბრენდის მშენებლობის და სტრატეგიული დაგეგმარების დარგში.
ექსპერტმა BPN Georgia – ს წინასწარ შერჩეულ პროგრამის მონაწილეებს ინდივიდულური ქოუჩინგიც შესთავაზა.
ვებინარი Deutsche Wirtschaftsvereinigung – DWV – გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება მონაწილეობით ჩატარდა. BPN Georgia – ს გუნდი მადლობას უხდის მათ და ვებინარის თითოეული მონაწილეს აქტიური ჩართულობისათვის!