BPN Georgia-ს გუნდს 2017 წელს ბატონი დანიელ მათერი შემოუერთდა და მას შემდეგ 8 წელზე მეტ ხანს დაუღალავად შრომობდა ადგილობრივ გუნდთან ერთად, გვერდით ედგა ქართველ მეწარმეებს და იზიარებდა მათ წარმატებასა თუ გამოწვევებით სავსე პერიოდებს. ბატონი დანიელის უდიდესი შრომისმოყვარეობა, უსაზღვრო პასუხისმგებლობის შეგრძნება, ადამიანების სიყვარული და მათი თანაგრძნობის უნარი გახდა საწინდარი უამრავი წარმატებული თანამშრომლობისა ცალკეულ მეწარმესთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
ამ წლების მანძილზე დანიელმა 100-ზე მეტი სემინარი შესთავაზა ქართველ მსმენელს, არაერთი ბიზნესისთვის აქტუალური და საჭირო თემა დაამუშავა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს სემინარებისა და ვებინარების ფორმატში გაუზიარა პრაქტიკაზე ორიენტირებულ ცოდნა, რომლის დანერგვამ ბევრი ბიზნესის ყოველდღიურობა სასიკეთოდ შეცვალა.
თითოეული მეწარმე, რომელსაც ბატონ დანიელთან პირადი შეხება ჰქონია, ინდივიდუალური ქოუჩინგისა თუ კონსულტაციის, სემინარისათუ სხვა ფორმატის ფარგლებში, დაგვეთანხმება, რომ ბატონ დანიელს მათი მეწარმეობრივი ცხოვრების გზაზე და ზოგადად BPN Georgia-ს ისტორიაში, განსაკუთრებული როლი აქვს.
ბევრი მეწარმისთვის უმნიშვნელოვანესი და ხშირ შემთხვევაში გარდამტეხიც კი იყო ბატონ დანიელთან პირისპირ შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით ისმენდა მათ გამოწვევებს და საკუთარ დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სწორი კითხვების დასმით, რჩევებით, ბევრისთვის გამხდარა სწორი გადაწყვეტილების, რაკურსის შეცვლის, წარმატებული ნაბიჯების ინსპირაცია.
ამ წლების მანძილზე ბატონი დანიელი ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს უძღვებოდა, იყო ბევრი მეწარმის და ამავდროულად საკუთარი გუნდისთვის მაგალითი და მოტივატორი და დაუზარებლად უზიარებდა მათ საკუთარ გამოცდილებას.
BPN Georgia-ს გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ დანიელ მათერს და უზარმაზარ წარმატებას ვუსურვებთ ახლა უკვე BPN-ის ახალი ქვეყნის დირექტორის პოზიციაზე, სადაც მისთვის ჩვეული პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაუზიარებს ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარ დიდ (ახლა უკვე ქართულ 😊) გამოცდილებას.
დანიელ, მადლობა და წარმატება მსოფლიოს ყველა კუთხეში!