თანამედროვე ადამიანი ყოველდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს სოციალურ ქსელებს უთმობს. ეს ტენდენცია უკვე დიდი ხანია შეინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. ონლაინ ფორუმები, სხვადასხვა პორტალები თუ ინტერნეტ მედიები ადამიანებისთვის აზრის დაფიქსირების, ურთიერთკავშირის დამყარების, ინფორმაციის გაცვლის და მიღების მთავარ საშუალებად იქცა. ყველა წამყვანი ფირმა მომხმარებელთან ურთიერთობას ასევე ონლაინ რეჟიმში ამყარებს. შესაბამისად რეკლამამ ბანერებიდან და საინფორმაციო ბროშურებიდან სოციალურ მედიებში გადაინაცვლა. მაგრამ ბევრი დამწყები ბიზნესმენი ჯერ კიდევ ვერ ფლობს სოციალური მედიების მისი ბიზნესის სასარგებლოდ გამოყენების ტექნიკებს. ამ ტექნიკების შესწავლას მიეძღვნა ჩვენი მორიგი ორ დღიანი სემინარი ,,სოციალური მედია მარკეტინგი”. თემისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე მომავალშიც იგეგმება სემინარის გამეორება.
წარმატებები BPN Georgia-ს სემინარის მონაწილეებს.