...

BPN – ის სასემინარო პროგრამა და 2020 წლის გამოწვევები

2020 წელი დიდი გამოწვევების – ბევრისთვის შანსების, ბევრისთვის კი საფრთხეების  წლად იქცა.

ასეთ პირობებში ციფრულმა სამყარომ კიდევ უფრო კარგად გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები და მრავალი ბიზნესის ფუნქციონირების გაგრძელებას შეუწყო ხელი.

BPN Georgia პანდემიის საწყის ეტაპზევე გადაერთო ონლაინ რეჟიმზე და სემინარებს და კონსულტაციებს ახალი ფორმატით სთავაზობს.

ონლაინ სემინარების უპირობო უპირატესობა დისტანციის მოშლაა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს ჩვენს სემინარს და ისარგებლოს კონსულტაციებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე უპირატესობა ხელმისაწვდომობაა. ონლაინ ფორმატი ამცირებს კომპანიისთვის ტრანსპორტირების და სხვა ტიპის საორგანიზაციო ხარჯებს და სემინარის საფასურზე მომხმარებლების სასარგებლოდ ახდენს გავლენას. მესამე დადებითი მხარე კომფორტულობაა. სემინარის მონაწილე მისთვის სასურველი გარემოდან გვიერთდება. ონლაინ სემინარები დამსწრეთა ჩართულობის სიმცირის ხარჯზე ლაკონურობით და ხანმოკლეობითაც გამოირჩევა.

უპირატესობების მიუხედავად ონლაინ სემინარების მთავარი გამოწვევა ინტერაქტივის არ არსებობაა. მსმენელი ონლაინ რეჟიმში პასიურად და ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს და თავს იკავებს აქტიურობისგან, რაც სესიას ცალმხრივს და არადინამიურს ხდის. მომხსენებელი ვერ გრძნობს აუდიტორიას, ვერ ხედავს მის ემოციებს, რამდენად იგებს  ახსნილ მასალას. ამგვარი სემინარი მოკლებულია თვალსაჩინოებებს. არსებობს კონცენტრაციის პრობლემაც. ბევრი მსმენელი სემინარებს სახლიდან ან სამსახურიდან ესწრება, რაც არ გამორიცხავს სხვადასხვა ხელისშემშლელ ფაქტორებს, რაც გონებას უფანტავს და მასალის ათვისებას ართულებს.

დადებითი და უარყოფითი მხარეების შეჯერებით BPN Georgia უკვევ გადაერთო ორივე ტიპის მომსახურებაზე ცოცხალ და ონლაინ აუდიტორიასთან, რაც მრავალფეროვან და მის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.

No results found.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare