27 და 29 აპრილს BPN Georgia-მ ონლაინ სივრცეში მეწარმეებს კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო ორდღიანი ვებინარი შესთავაზა თემაზე: თვითმენეჯმენტი და დროის მენეჯმენტი.
ვებინარი ამჯერად ფეისბუქ ბიზნეს ჯგუფთან «აწარმოე ქართული» თანამშრომლობით გაიმართა და მას ექსკლუზიურად მხოლოდ აღნიშნული ჯგუფის წევრი მეწარმეები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში საჭირო თეორიულ ინფორმაციასთან ერთად პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს შვეიცარიელი ექსპერტის – დანიელ მათერისგან. მოისმინეს, რა მეთოდები არსებობს დროის ეფექტური მართვისთვის, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ე.წ. დროის ქურდებს და მტკივნეულ პრობლემას – პროკრასტინაციას. პრაქტიკული დავალებების საშუალებით ისწავლეს, როგორ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები, რათა კიდევ უფრო ეფექტურად შევძლოთ დავალებების შესრულება.
BPN Georgia-ს გუნდი მადლობას უხდის ბიზნეს ჯგუფს «აწარმოე ქართული» თანამშრომლობისთვის, ვებინარის თითოეულ მონაწილეს ჩართულობისთვის და დროის კიდევ უფრო ეფქტურად გამოყენებას უსურვებს მათ!