BPN Georgia მეორედ ეწვია კახეთს. ამჯერად თელავის მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაუჩნდათ ჩვენს ვორკშოპში მონაწილეობის სურვილი და მათი მოწვევით და ორგანიზებით ვესტუმრეთ თელავს. BPN Georgia-ს ბიზნეს პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის მზადაა საქართველოში ბიზნესის და წარმოების განვითარების მხარდასაჭერად.