სწორად შერჩეული რეკლამა ხელს უწყობს პროდუქტის ცნობადობის და გაყიდვების გაზრდას. სოციალური მედიების ეპოქაში ბეჭდური რეკლამის აუცილებლობა აღარ დგას და მას ნელნელა ციფრული რეკლამა ანაცვლებს. საქართველოში რეკლამის განთავსების საუკეთესო პორტალად ფეისბუქია მიჩნეული. ამ მედიის სარეკლამო მიზნებით სწორად გამოყენებას მიეძღვნა ჩვენი ხუთდღიანი ინტენსიური სემინარი Facebook – ის რეკლამები. მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ფეისბუქზე სწორი კონტენტის შერჩევის და რეკლამის სწორად განთავსების საკითხებში, რაც კარგ წინაპირობას შეუქმნის მათი საქმიანობისადმი ინტერესის გაჩენას და გამძაფრებას.