...

მნიშვნელოვანი მიღწევა ხარისხის მართვაში!

„მან, ვინც შეწყვიტა სწრაფვა გახდეს უფრო უკეთესი, უკვე შეწყვიტა იყოს კარგი.“ ფილიპ როზენტალი.

ფიქრი იმისა, რომ კარგი ხარ, საკმარისი არ არის. ვისაც სურს ნამდვილად საუკეთესო იყოს, ხარისხის გარე კონტროლის გამოწვევას უნდა შეეჭიდოს, რათა კრიტიკულად გაანალიზოს საკუთარი საქმიანობა და განავითაროს იგი დიალოგის, განხილვების გზით. ამის გათვალისწინებით, BPN-მა 2023 წელს პარტნიორობა გააფორმა Zurich University of Applied Sciences (ZHAW) -სთან.

ZHAW School of Management and Law (ZHAW-ის მენეჯმენტისა და სამართლის სკოლა) 2020 წელს ცნობილ „Financial Times European Business Schools“-ის რეიტინგში შევიდა და იგი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლაა.

პარტნიორობის მთავარი მიზანი არის დამოუკიდებელი მხარის მიერ BPN-ის ოთხი საბაზისო სემინარის (ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგი, თანამშრომლების მართვა) მასალების სისწორისა და აქტუალობის გადამოწმება; ამავდროულად, შესწავლილ უნდა იქნეს დიდაქტიკური სწავლების ოპტიმიზაციის პოტენციალი.

ფინანსური მენეჯმენტის სემინარის მასალების სერტიფიცირება BPN-ისთვის  პირველი მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ გზაზე. ZHAW-სთან პარტნიორობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა BPN-სთვის და სასარგებლო იმპულსები მოიტანა გაუმჯობესებისთვის.

ZHAW-სთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნაში ხელი შეუწყოს BPN-ს მსგავს ორგანიზაციებსაც, რომლების მთავარი ინტერესი არაა მოგების მისაღებად მუშაობა. ამ პროექტზე ჩვენ მთელი გულით ვიმუშავეთ, რადგან ის მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი შედეგების მოტანაზე არის ორიენტირებული.

მაგალითად, ZHAW-ის გამოხმაურება დაგვეხმარა მოგვეხდინა ფინანსური კონცეფციებისა და ტერმინოლოგიის სტანდარტიზაცია და ვიზუალიზაციის საშუალებით კიდევ უფრო გასაგები გაგვეხადა ისინი მონაწილეთათვის.

ჩვენ უკვე მოუთმენლად ველით ZHAW-ის მიერ შემდეგი სამი საბაზისო სემინარის სერტიფიცირებას.

ფრაგმენტები ZHAW-ის გამოხმაურებიდან BPN-ის ფინანსური მართვის სემინარის შესახებ:

,,რაც განსაკუთრებით მოგვეწონა არის აქცენტირება დიდაქტიკასა და პრაქტიკულ მაგალითებზე, რომლებიც სამიზნე ჯგუფის რეალურ გამოწვევებს ეფუძნება.”
„სემინარი მოიცავს თემების დიდ მრავალფეროვნებას, რომელიც აქცენტების სწორად დასმის წყალობით,  განთავსებულია „სულ რაღაც“ 200 გვერდიან პრეზენტაციაში. ტრენინგი იწყება თემით „ფულისა და ღირებულების შექმნა“ და მთავრდება „საერთო ხარჯი  წარმოების წონასწორობის (წაუგებლობის) წერტილის (Break-Even) გამოთვლებით“ – მათ შორის გაშლილია მნიშვნელოვანი შინაარსების ფართო სპექტრი“.

 

No results found.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare