...

შეხვედრა მეწარმეებთან – მალხაზ მიქელაძე, Vethouse-ს დამფუძნებელი

BPN Georgia   ამჯერად სოფ. ტყვიავში ახალგაზრდა ვეტერინარს ესტუმრა. მალხაზ მიქელაძე დაახლოებით 10 წელია ტყვიავისა და სხვა საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას დიდ სამსახურს უწევს საკუთარი პროფესიით.

ის, რომ პროფესიონალ ვეტერინარზე მოთხოვნა მაღალია, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურდა მასთან კლინიკაში ვიზიტის დროს. ჩვენი იქ ყოფნისას მომხმარებლების და «პაციენტების» ნაკადი არ შეწყვეტილა. მალხაზი ადგილზეც უწევს საჭირო მკურნალობას «პაციენტებს» და მსხვილფეხა პირუტყვის მოსანახულებლად და მათთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად თავადაც სტუმრობს სხვადასხვა სოფელს. კლინიკაში საჭირო მედიკამენტების შეძენაც შეუძლიათ სოფლის მაცხოვრებლებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრებისთვის, საქონლისთვის. პროფესია დიდ შრომას, 24 საათიან ჩართულობას მოითხოვს. იმისთვის, რომ მომხმარებელმა ყოველთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუკეთესო მომსახურება მიიღოს, ფიზიკური შრომის გვერდით მალხაზი მუდმივად ცდილობს პროფესიულადაც განვითარდეს სხვადასხვა ტრენინგების, კურსების, პროფესიული ლიტერატურის დახმარებით და არა მხოლოდ ვეტერინარიის მიმართულებით. კლინიკის მართვა ბიზნესის მართვის უნარებსაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ ჩაერთო მალხაზი BPN Georgia-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამაში, რათა კიდევ უფრო გაიღრმავოს ცოდნა, მიიღოს ქართველი და შვეიცარიელი ექსპერტების რეკომენდაციები, ისარგებლოს კონსულტაციებით და ამ გზითაც ხელი შეუწყოს საკუთარი ბიზნესის წარმატებულ განვითარებას.

MicrosoftTeams-image.png

სწორედ ეს იყო ამჯერადაც  BPN Georgia-ს ტყვიავში ვიზიტის მიზანი, ადგილზე გასცნობოდა სიტუაციას და მალხაზთან ერთად კიდევ ერთხელ ემსჯელა მისი ბიზნესის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. განეხილა გეგმები, რომლებიც მალხაზს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით აქვს და საკუთარი აზრი მოეხსენებინა ამასთან დაკავშირებით მისთვის.

BPN Georgia წარმატებებს უსურვებს მალხაზ მიქელაძეს, მის ვეტ. კლინიკას!

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare