...

BPN Georgia – ს ბიზნეს ასოციაციის წინასაახალწლო ღონისძიება

BPN Georgia – ს ბიზნეს ასოციაციამ 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ამავდროულად BPN Georgia – ს პროგრამის და ბიზნეს ასოციაციის წევრებიც არიან. BPN Georgia – ს ბიზნეს ასოციაცია რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და მიზნად ისახავს დაეხმაროს ბენეფიციარებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში და გაუზიაროს როგორც ადგილობრივი, ისე შვეიცარიული გამოცდილება.

event 3.JPGTeambild.JPG

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წინასაახალწლო ღონისძიება, რომელსაც სპეციალურად შვეიცარიიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ: BPN – ის თანადამფუძნებელი ბენცლი ოპრეხტი, აღმასრულებელი დირექტორი ვილი ჰელბლინგი, BPN – ის ღონისძიებების ორგანიზატორი, ფანდრაიზინგის წარმომადგენელი – კაროლინ ფლიუკი და BPN Georgia – ს დირექტორი – დანიელ მათერი.

event 5.JPGevent 4.JPG

ნებისმიერი ბიზნესისთვის საინტერესო და ამავდროულად მოტივაციის წყაროც არის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში მიმდინარე ბიზნეს პროცესების შესახებ უშუალოდ ამ ქვეყნების წარმომადგენლებისგან ინფორმაციის მიღება. სწორედ ეს აღნიშნა დამსწრე საზოგადოებამაც, მას შემდეგ რაც კითხვა – პასუხის რეჟიმში ქალბატონმა ოპრეხტმა ღონისძიების სტუმრებს გაუზიარა სასტუმრო Lenkerhof – ის (რომლის მმართველი საბჭოს წარმომადგენელიც გახლავთ) ისტორია, მიაწოდა ინფორმაცია სასტუმროს მართვის 20 წლიანი გამოცდილების შესახებ. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა, თუ როგორ იქცა Lenkerhof – ი ნანგრევებიდან 5 ვარსკვლავიან თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმროდ, რომელიც დღესაც ამაყად ინარჩუნებს ,,ყველაზე ახალგაზრდული 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს“ სტატუსს მთელი შვეიცარიის მასშტაბით. მსმენელებმა შეიტყვეს Lenkerhof – ის ღირებულებებისა და მართვის პრინციპების შესახებ, რომელთა დამსახურებაცაა შვეიცარიის ულამაზეს ხეობაში განთავსებული სასტუმროს წარმატება.

lenkerhof..jpgoprecht.JPG

ამასთან ერთად მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ BPN – ის სხვა შვეიცარიელ წარმომადგენლებსაც, მათთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია იმ მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რაც ყოველდღიურ რეალობაში ხვდებათ და მათგან მიეღოთ კომპეტენტური რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში.

BPN Georgia – მ ღონისძიებაზე საკუთარი პროგრამის 2022 წლის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

შეხვედრის მეორე, არაფორმალურ ნაწილზე BPN Georgia – ს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ერთმანეთში გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია და საფუძველი ჩაუყარეს გრძელვადიან თანამშრომლობას. გაჩნდა მრავალი ინიციატივა ერთმანეთის დასახმარებლად. ეს ყველაფერი დასტურია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები.

event 2.JPG ​​​​​​​event 1.JPG

ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია საჭირო კონტაქტების გარეშე. სწორედ ამიტომ წარმატებაზე ორიენტირებული მეწარმეები თავისუფალი დროის სიმცირის მიუხედავად უნდა ცდილობდნენ მონაწილეობა მიიღონ ისეთ შეხვედრებში, რომლებიც მათ კავშირების გაფართოებაში დაეხმარებათ. სწორი კონტაქტების დამყარებისთვის დიდი დროა საჭიროა, თუმცა ყოველი წუთი, რომელსაც ამისათვის გაიღებთ, საუკეთესო ინვესტიცია იქნება თქვენს საქმიანობაში.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare