«ქვებით, რომლებიც დაბრკოლების სახით ცხოვრების გზაზე გვხვდება, შეიძლება რაიმე კარგი ავაშენოთ».
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – გერმანელიმწერალი
ხშირად გვსმენია ადამიანებზე, რომელთაც არათანაბარი ან რთული პირობების გამო მოტივაცია არ ყოფნით საქმიანობის დასაწყებად ან გასაგრძელებლად. ბიზნესებზე, რომლებმაც გამოწვევებს ვერ გაუძლეს. გარემოზე, რომელშიც ყოველ ახალ წამოწყებას უამრავი დაბრკოლება ეღობება წინ. მმართველებზე, რომლებიც წინააღმდეგობებს ვერ გაუმკლავდნენ… დავით ზაქარაიას ისტორია არცერთ ამ ჩამონათვალს არ შეესაბამება. მან სწორედ ამ დაბრკოლებების ქვებით ააშენა კომპანია «დელიკატო»…
აფხაზეთიდან დევნილობაში თვითგადარჩენისთვის ბრძოლის ფონზე ალბათ ძნელია რაიმე ბიზნეს იდეის დაბადება, მაგრამ დავითმა ამ მძიმე წლებიდან ბრძოლისუნარიანობა და მტკიცე ნებისყოფა დაიტოვა მხოლოდ, ნეგატიური მოგონებები კი ჩამოიტოვა და საძირკველი ჩაუყარა ახალ ბიზნესს – ფურშეტის კომპანიას «დელიკატო».
19 წლის წინ კვების ეს მიმართულება ნამდვილ ინოვაციას წარმოადგენდა ქართულ რეალობაში და კონკურენციაც სუსტი იყო. ამიტომ დელიკატოს დიდი წვლილი მიუძღვოდა ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაში კვებისადმი არატრადიციული მიდგომის ჩამოყალიბებაში, რომელიც გულისხმობდა კვების სწრაფი, სასარგებლო, გემრიელი და ესთეტიკური მხარის კომბინაციას სრული საორგანიზაციო და მომსახურებითი კომპონენტების თანხლებით.
პირველივე დღიდან ხარისხის უწყვეტი უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა გახდა დელიკატოს მზარდი წარმატების მიზეზი. მალე გზაზე მორიგი დაბრკოლების ქვები გამოჩნდნენ კონკურენტების სახით, მაგრამ მომხმარებლის კეთილგანწყობაზე და კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა, მათი მოთხოვნილებების სწორი ანალიზი და ახალი მომსახურებების და პროდუქტების დამატება გახდა კომპანიის კონკურენტული უპირატესობა. ამასობაში ცხოვრება ახალ დაბრკოლებას ამზადებდა – პანდემიას. გამოწვევა, რომელიც ყველაზე მძაფრად კვების ობიექტებს დაატყდა თავს, დელიკატომ გონივრული ნაბიჯებით, რეზერვების სწორი განაწილებით და დარგობრივი ცოდნის გაღრმავებით გადალახა. გამოცდილების ქვებიც საკმარისად დაგროვდა ახალი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად: ასე დაიბადა 2024 წლის მარტში კაფე «დელიკატო», სადაც უაღრესად მყუდრო და დახვეწილ გარემოში, ადგილობრივი შეფის მიერ მომზადებული კერძებით და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული თანამშრომლების მომსახურებით განებივრებულს აუცილებლად გიჩნდება ამ პოზიტიური ემოციის გამეორების სურვილი.
დავითი დარწმუნებულია, რომ კაფეს, ისევე როგორც მის ყველა წამოწყებას, უდიდესი წარმატება ექნება, რადგან საფუძვლად უდევს მრავალწლიანი გამოცდილება, სწორი კრიზის მენეჯმენტი, მომხმარებლის ზედმიწევნით შესწავლა, კრეატიული იდეები და ერთგული გუნდი.
შეუქმენით თავს თბილისში, საბურთალოზე, მიცკევიჩის ქ. 6 – ში, განტვირთვის და პრობლემებისგან ყურადღების გადატანის რამდენიმე სასიამოვნო წუთი. კაფე დელიკატო მოგიხსნით დილის სტრესს და შემოგთავაზებთ სწრაფ და დაბალანსებულ საუზმეს. შუადღით, სამსახურეობრივი ვალდებულებებით გადაღლილს შესვენებაზე ჯანსაღ და მრავალფეროვან ლანჩს დაგახვედრებთ, საღამოს კი მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დასვენების საუკეთესო შესაძლებლობას მოგცემთ უგემრიელესი პიცის და სხვა იტალიური თუ ევროპული კერძების თანხლებით მყუდრო, მშვიდ და ოჯახურ ატმოსფეროში.
ეს ადგილი არ არის მხოლოდ კაფე, ეს არის ერთი ბიზნესის ისტორია, რომელიც ბევრს აძლევს მოტივაციას და ინსპირაციას, დაისახოს მიზნები, ეტაპობრივი, სწორ ფასეულობებზე დაფუძნებული და გონივრული ნაბიჯებით იაროს წინ და სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების ცვალებადი გარემოებების მიუხედავად.