...

პრეტენზიულ ბავშვებს გამჭრიახი მშობლები ჰყავთ!

Chirifruit
Chirifruit

როგორ უნდა მოვიქცეთ,მაშინ როცა ბავშვები ხილს არ ჭამენ?  გამოვაშროთ!

ამ კითხვაზე პასუხს სოფო და მისი ორი და ლოგიკურად გვცემენ. ალბათ, მაშინ, სამზარეულოს მაგიდასთან ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს პასუხი სამაგალითო კომპანიის დაარსებამდე მიიყვანდათ.

მუსიკალური კარიერის ნაცვლად, სოფო სატელევიზიო ინტერვიუებს ახლა მეწარმის ამპლუაში წერს, ამ პროცესით კი იგი სხვების ინსპირაციის წყაროც კი ხდება.

სოფო თავის 2 დასთან და მათ თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხილითა და პროდუქტებით სხვადასხვა სახის ჩირს, დაშაქრულ ხილს, შოკოლადსა და ტყლაპს – ხილის ტყავისგან დამზადებულ ქართულ უნიკალურ დესერტს აწარმოებს. პროდუქცია კი როგორც საკუთარ ბაზარზე, ასევე საცალო ვაჭრობითაც იყიდება.

 

ჩემი ისტორია

ჩვენი კომპანია ფაქტობრივად შემთხვევით შეიქმნა. მოსავლის აღების სეზონზე, ხშირად დიდი რაოდენობით ხილი გვრჩებოდა, რომელსაც ჩვენი შვილები აღარ ჭამდნენ, ამის გამო კი ხილის გამოშრობა დავიწყეთ. და აი საოცრება – გამომშრალი ხილი ყველას ძალიან შეუყვარდა! ექსპერიმენტების ჩატარება სამზარეულოს მაგიდაზე გავაგრძელეთ, მამამ ხილისთვის გამოსაშრობი ღუმელიც კი დაგვიმზადა. მალე ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა არამარტო ოჯახში, არამედ ძველ თბილისში მდებარე სუვენირების მაღაზიებსა და სასტუმროებშიც გაიზარდა. პირველი სამი წელი ყველაფერს დამოუკიდებლად  ვმართავდით, თუმცა  ამ პერიოდში ძალიან ბევრ გამოწვევასაც შევეჯახეთ.

როცა წარმოების მასშტაბები გავზარდეთ, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ რომ ჩვენი ჩირი ჩრჩილებს დაუზიანებიათ – ეს ჩვენთვის დიდი შოკი იყო! სასომხეთში ჩირის მწარმოებელმა გვასწავლა, როგორ შეგვენახა ხილი ისე, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულიყო.

ამ ამბიდან ცოტახნის შემდეგ, BPN Georgia-ს შესახებაც გავიგე. სემინარებმა მალევე დაგვარწმუნა, რომ როგორც მეწარმეებს, წინსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლო, თუ ჩვენს მიდგომას ფუნდამენტულად შევცვლიდით და მენეჯმენტს პროფესიონალურ დონეზე ავიყვანდით. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით : დღეს უკვე საქართველოს სამ უდიდეს ქალაქში ჩვენი დახლები გვაქვს. ჩვენი პროდუქცია იყიდება მაღაზიებში, სასტუმროებში და აეროპორტის დუთი ფრიშიც კი!

ჩვენი სამომავლო მიზანი – მასიური წარმოება და ექსპორტია. უკვე ვიპოვეთ დიდი ფართობი, რომელსაც ყველანაირი უმაღლესი ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით ვაწყობთ და ასევე შესაბამის ხელსაწყოებსაც ვიძენთ.

რა იყო თქვენი პირველი აზრი,როდესაც BPN-ის შესახებ გაიგეთ?

როცა პირველად სემინარზე დასწრების მოწვევა მივიღე, ყველაზე დიდი ყურადღება სიტყვა შვეიცარიამ მიიპყრო. ჩემთვის შვეიცარია წარმატებასთან, განვითარებასა და შრომისმოყვარეობასთან ასოცირდება.

ქოუჩინგის რომელმა გამოცდილებამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი ზეგავლენა?

ჩემთვის ერთერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო, როდესაც შვეიცარიიდან კონდიტერი გვესტუმრა და  შოკოლადში ამოვლებული ჩირების ხაზის განვითარებაში ძალიან დაგვეხმარა. ორი წლის შემდეგ კი შვეიცარიაში, იგივე კონდიტერთან ერთად, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, მონაწილეობა სასწავლო პროგრამაში მიგვეღო.

როგორ შეცვალეთ თქვენივე ქმედებებით თქვენი გარემო?

სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის წყარო გავხდი. როდესაც ჩემს ისტორიას ტელეინტერვიუებში ვყვები, ამით სხვა ადამიანებს ვაჩვენებ რომ მათაც შეუძლიათ გააკეთონ იგივე, რაც მე შევძელი-ჰქონდეთ გამბედაობა რომ რაიმე ახალი წამოიწყონ!

რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი?

გამოსავალი ყველა პრობლემიდან არსებობს. როდესაც პრობლემა ჩნდება,მისი გადაჭრის გზებიც ჩემს თავში უნდა ვეძიო.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare