...

კარგი გეგმა საქმის ნახევარია! ენების ინოვაციურმა აკადემიამ

Innovative Language Academy
Innovative Language Academy

მრავალი წლის განმავლობაში ნინო სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა როგორც თარჯიმანი და ლექტორი. მისი დიდი გატაცება ინტერაქტიული სწავლების მეთოდებით ინგლისური ენის სწავლებაა. ნინოს მიზანია, ბავშვებმა ახალი ენა თამაშ-თამაშ შეისწავლონ. სწორედ ასე, რამდენიმე წლის წინ ნინომ თავისუფალ დროს კერძო მოსწავლეების სწავლება დაიწყო. თავდაპირველად საკუთარ მისაღებ ოთახში. ამავდროულად მას არასდროს სტოვებდა სურვილი, ჰობი პროფესიად ექცია და მშობლიურ ქალაქ გორში საკუთარი წარმოდგენების შესაბამისი ენების ინოვაციური სკოლა დაეარსებინა.

2018 წლის ივლისში ნინო BPN– ის მიერ გორში ორგანიზებულბიზნესგეგმის სემინარს დაესწრო.მან აქ სწრაფად გააცნობიერა, რომ წარმატებულ ბიზნესისათვის არ კმარა მხოლოდკარგი იდეა და რომ დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი გულდასმით უნდა იყოსგააზრებულიდა, უპირველეს ყოვლისა, სწორად დაგეგმილი.

ასე დაიწყო ნინომ თავისი იდეების ბიზნეს გეგმაში გაწერა. წერამ იგი აიძულა გულმოდგინედ გაეანალიზებინა საკუთარი წარმოდგენები. საამისოდ ბიზნეს გეგმა მას სთავაზობდა მოხერხებულ სტრუქტურას მომხმარებლის რეალურ საჭიროებებსა და ბაზარზე სასურველ პოზიციაზე დასაფიქრებლად, ადრეულ ეტაპზე პროდუქტებისა და მომსახურების განსასაზღვრად, ისევე როგორც შესაძლებლობებისა და რისკების გასაცნობიერებლად. ფინანსური გეგმის დახმარებით, ნინომ პირველად შეხედა კრიტიკულად საკუთარი პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. ყოველ მომდევნო თავში მისი იდეები უფრო კონკრეტული და ხელშესახები ხდებოდა.

იდეის წერილობითმა ფორმულირებამ ნინოს შესაძლებლობა მისცა BPN-ის ექსპერტებისგან დეტალური უკუკავშირი მიეღო და “ენების ინოვაციური აკადემიის” ბიზნეს გეგმა განუწყვეტლივ გაეუმჯობესებინა.

გარდა ამისა, დასრულებულ ბიზნეს გეგმას მოტივაციის მოულოდნელი ზრდა მოჰყვა: მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვისა და მიზნების გათვალისწინებით, ნინომ თავისი გაქირავებული ბინა პირდაპირ ორ საკლასო ოთახად გადააკეთა და სამი არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის მობილიზებაც შეძლო, რათა მოსწავლეთა სწრაფად მზარდ ნაკადს ღირსეულად გამკლავებოდა.

2020 წლის ბოლოს ნინო უკვე 85 მოსწავლეს ასწავლიდა და მისი გუნდი ოთხ სრულ და ოთხსაც არასრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელს აერთიანებდა. ონლაინ რეჟიმზე სწრაფი გადასვლის წყალობით, “ენების ინოვაციურმა აკადემიამ” შეძლო სწავლების გაგრძელება და მოსწავლეების შენარჩუნება ამ რთული, პანდემიით განპირობებული  გამოწვევებით სავსე წლის განმავლობაშიც.

გსურთ სიცოცხლე შთაბეროთ დიდი ხნის სანუკვარ ბიზნეს იდეებს?

ჩვენი ბიზნეს გეგმის ვორქშოპი ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებთ, როგორ გადაიტანოთ თქვენი იდეები ქაღალდზე და როგორ მისცეთ სტრუქტურა მათ. ჩვენი გამოცდილი გუნდი გვერდით დაგიდგებათ და დაგეხმარებათ თქვენი ბიზნეს იდეების საფუძვლიანად შესწავლასა და გაანალიზებაში.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare