...

შეხვედრა მეწარმეებთან – რიმა ბოლქვაძე, საოჯახო სასტუმრო – “რიმას სახლი”-ს დამფუძნებელი

Rima’s House
Rima's House

საქართველოს მთა რომ ჩვენი საგანძურია, ამაზე არც ვკამათობთ. თუმცა ის განძი, რასაც მაღალმთიანი აჭარა მალავს, ჯერ ბევრი ქართველისთვისაც კი არაა ცნობილი. უძველესი და მძიმე პერიოდებით სავსე ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია, გასტრნომია, ფოლკლორი,  რომელიც მიუხედავად ურთულესი ასწლეულებისა ამ რეგიონმა მაინც შემოუნახა სრულიად საქართველოს, არავის ტოვებს გულგრილს, რომ აღარაფერი ვთქვათ აჭარლებზე, რომლებიც ნამდვილად ამართლებენ სტუმართმოყვარე ხალხის სახელს, რითაც ქართველ ერს ბევრი ამკობს დღემდე. ამას ყველაზე უკეთ მაღალმთიანი აჭარის მთის ფერდობებზე შეკიდულ ულამაზეს სოფლებში სტუმრობისას შეიგრძნობთ.
ერთ-ერთი ასეთი სოფელი ვაშლოვანია ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ზემოთ ნახსენებ ქებულ მასპინძლობას  საოჯახო სასტუმრო – რიმას სახლში გაგიწევენ.

როცა ზუსტად იცი, რა გსურს და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობ, წარმატებაც არ აგვიანებს. საოჯახო სასტუმრო – რიმას სახლის დამფუძნებელი რიმა ბოლქვაძე სულაც არ არის მეოცნებე, მას ერთი დიდი სურვილი ჰქონდა – საკუთარი სოფელი ზემო ვაშლოვანი, ბევრისთვის გაეცნო, ბევრ ქართველს და უცხოელ სტუმარს ენახა ის სილამაზე, რაც საოჯახო სასტუმრო – რიმას სახლიდან ხელისგულივით იშლება.  რიმამ სურვილი 1 წელიწადზე მეტია რეალობად აქცია. ერთი აჭარული ოჯახის ცხოვრება, მათი ყოველდღიური ყოფა, ნატურალური ნედლეულით დამზადებული აჭარული კერძების დაგემოვნება და ამ ოჯახში ღამისთევა არ უნდა გამოტოვოთ, თუ ხულოს მუნიციპალიტეტს ესტუმრებით.

საოჯახო სასტუმრო – რიმას სახლი კოფორტულ, მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე გათვლილ რამდენიმე ოთახში წლის ნებისმიერ დროს იღებს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და ყველას აღფრთოვანებულს ტოვებს. რიმას სახლის აივნიდან სასწაული ხედებით ტკბობა სტუმრობას დაუვიწყარს ხდის. ამაში განსაკუთრებული წვლილი მაინც მასპინძელს შეაქვს, რომლისთვისაც სტუმრის კმაყოფილება უმთავრესია.

რიმას არ უყვარს ერთ ადგილზე გაჩერება, მუდმივი განვითარება მისი ჩვეული მდგომარეობაა და გასაკვირი არც არის, რომ ის უკვე რამდენიმე წელია BPN Georgia-ს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. რიმამ იცის, ბიზნესის წარმატება სწორ მიდგომებსა და პრინციპებზეა დაფუძნებული, მუდმივი ზრუნვაა საჭირო თვითგანვითარებაზეც, რათა შევძლოთ მაქსიმალურად ეფექტურად ვმართოთ ჩვენი საქმე.

ნომერი 2.jpg
რიმას სახლის მთავარი მასპინძელი დროს ყოველთვის ნახულობს, რომ მისთვის საჭირო და საინტერესო სემინარებს დაესწროს და BPN Georgia-ს ქართველი და შვეიცარიელი ექსპერტების ინდივიდუალური ქოუჩინგებიც მიიღოს. მორიგი შეხვედრა რიმას სახლში შედგა. რიმამ შვეიცარიელ ექსპერტთან ერთად მისთვის აქტუალური საკითხები განიხილა. ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე, გაანალიზეს არსებული გამოწვევები და მათი მიზეზები, განიხილეს სამომავლო ნაბიჯები და გამოკვეთეს ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზე დაყრდნობითაც სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს რიმას სახლის მასპინძელი და მმართველი.

BPN Georgia წარმატებებს უსურვებს რიმას და საოჯახო სასტუმრო – რიმას სახლი-ს!

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare