...

შეხვედრა მეწარმეებთან – ხათუნა ბოლქვაძე, საოჯახო სასტუმრო “სანრაისი”-ს დამფუძნებელი

Guesthouse “Sunrise”
Guesthouse "Sunrise"

კარგი მდებარეობა, გამართული ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი ოთახები და გემრიელი საუზმე თუ ვახშამი ავტომატურად არ ნიშნავს წარმატებულ სასტუმრო ბიზნესს. ეს განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროებს ე.წ. “გესთჰაუსებს”ეხება, თუმცა ძალიან ბევრი ზუსტად ასე ფიქრობს, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს გარშემო. ბევრს ჰგონია, რომ სტუმარს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, კომფორტულ ოთახს თუ დაახვედრებს, მისი კმაყოფილება გარდაუვალი იქნება. ზუსტად აქ ვცდებით, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. მართალია, თანამედროვე მოგზაური კომფორტსაც ელის ყველგან, მაგრამ ამავდროულად და განსაკუთრებით კი “საოჯახო სასტუმროში” მასპინძელი უმთავრეს როლს ასრულებს. ყველაზე მეტად სტუმარი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც ის მასპინძლის ყურადღებას, მზრუნველობას, საჭიროების შემთხვევაში მის თანადგომას და დახმარებისთვის მზაობას გრძნობს. ეს მას არასოდეს ავიწყდება. ის კი – იყო თუ არა საოჯახო სასტუმროს ნომერში სმარტ ტელევიზორი (რომელსაც ხშირ შემთხვევაში უცხოელი სტუმარი არც კი  რთავს) – ნაკლებად.
მასპინძლის ყურადღება და მზრუნველობა ნამდვილად არ მოგაკლდებათ საოჯახო სასტუმრო “სანრაისი” • Guest House “Sunrise”-ში, რომელიც ხულოს ცენტრში მდებარეობს და ძალიან კარგი შესაძლებლობაა, სწორედ ამ მისამართიდან დაგეგმოთ სხვადასხვა მიმართულების მარშრუტები ხულოს მუნიციპალიტეტის აღმოსაჩენად.

ჭეშმარიტი მასპინძლები, ხათუნა და მინდია შესანიშნავად ახერხებენ იმას, რომ თუნდაც შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა მათ მყუდრო “გესთჰაუსში” თავი როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძნონ. ამასთან ერთად არც გემრიელი ოჯახური კერძები მოგაკლდებათ და არც ის კოფორტი, რომელსაც დღეს ყველგან ველოდებით.
ხათუნა ბოლქვაძე მეუღლესთან ერთად უკვე რამდენიმე წელია წარმატებით უძღვება საკუთარ ბიზნესს. არაერთ საინტერესო პროგრამაშია ჩართული, რომ საკუთარი საქმიანობა გააფართოვოს და არც თვითგანვითარებაზე ზრუნვა ავიწყდება. სწორედ ამიტომ შემოუერთდა BPN Georgia-ს ბიზნესის განვითარების პროგრამას. ხათუნა უკვე არაერთ საინტერესო სემინარს დაესწრო, სადაც ადგილობრივი თუ შვეიცარიელი მომხსენებლებისგან უამრავი საჭირო ინფორმაცია მიიღო. ქართულ და შვეიცარიულ გამოცდილებას BPN Georgia-ს ექსპერტებისგან ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატშიც იზიარებს. მორიგი ვიზიტის ფარგლებში საუბრის თემა სტუმრების უკუკავშირებს, არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს შეეხო. იმ პლატფორმებსა და არხებზეც ვიმსჯელეთ, რომელთა დახმარებით ახალ მომხმარებელს შეიძლება მივაწვდინოთ ხმა.

ხათუნა და მინდია ბედნიერები არიან იმით, რომ მათი სტუმრები(მთელი მსოფლიოდან) ძალიან კმაყოფილები ემშვიდობებიან მასპინძლებს და ხშირად უკანაც ბრუნდებიან. სამომავლო გეგმებიც სწორედ ისეთ ნაბიჯებს მოიაზრებს, რომელთა დახმარებით საოჯახო სასტუმრო “სანრაისი” • Guest House “Sunrise” კიდევ უფრო გაზრდის სტუმართა კმაყოფილებისა კოეფიციენტს.
BPN Georgia წარმატებებს უსურვებს ხათუნას და საოჯახო სასტუმრო “სანრაისი” • Guest House “Sunrise”-ს!

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare