ანას სურს, ეს ძალიან ბევრმა ქალბატონმა (და არა მხოლოდ ქალბატონმა) უთხრას საკუთარ თავს და ამაში თუნდაც მცირედი საკუთარი წვლილიც შეიტანოს. სწორედ ამიტომ აქცია თავისი დიდი გატაცება, ჰობი, რომლითაც ანა 20 წელზე მეტხანს იყო დაკავებული, ახლა უკვე ძირითად საქმიანობად.
თავიდან გაყიდვები გეგმაში არ ყოფილა, ანამ უბრალოდ გადაწყვიტა Facebook გვერდზე სხვებისთვისაც ეჩვენებინა ის, რასაც ბევრი წლის მანძილზე აკეთებდა, საკუთარი რეცეპტით დამზადებული ხელნაკეთი კრემები. მომხმარებელმა თავად გამოთქვა შეძენის სურვილი და აი მაშინ გაუჩნდა ანას იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია. პირველი რამდენიმე თვე აკვირდებოდა, როგორ მიიღებდა მომხმარებელი მის პროდუქციას. საბედნიეროდ მომხმარებელმა მალევე შეიყვარა ანას კრემები და გადაწყვეტილებაც უფრო გამყარდა. ანამ ასორტიმენტი კიდევ უფრო გაამდიდრა, დახვეწა რეცეპტურა, შექმნა ახალი, უნიკალური რეცეპტები, რომლებსაც შეკვეთასთან ერთად სატესტო რეჟიმში უგზავნიდა მომხმარებელს და მოწონების შემთხვევაში ახალი პროდუქტი უკვე ასორტიმენტში ეშვებოდა. ანამ პროფესიონალურ დონეზე შეისწავლა კოსმეტიკის წარმოება და დაახლოებით 1.5 წლის წინ ოფიციალურად დააფუძნა ფირმა: კოსმეტიკური კრემები „ელასტია“, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ კოსმეტიკას სთავაზობს. ამ მოკლე დროის მანძილზე „ელასტია“-მ უკვე არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი შეიძინა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს მიღმაც. მომხმარებელს „ელასტია“ აძლევს საშუალებას, მის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული საცხები შეარჩიოს და მიიღოს როგორც სტანდარტული კოსმეტოლოგიური, ასევე საავტორო, უნიკალური რეცეპტებით შექმნილი პროდუქტები.
ანა ღაღაშვილი, რომელიც მრავალი წლის წინ დაინტერესდა ამ თემით, ხელიდან არ უშვებდა შანსს, კოსმეტიკური საშუალებების ძველი თუ ახალი რეცეპტები და მათი დამზადების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა. ამაში ხელს ისიც უწყობდა, რომ წლების მანძილზე თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში მუშაობდა და უამრავ საჭირო ლიტერატურაზე ჰქონდა წვდომა. ამზადებდა, ტესტავდა კრემებს, მეგობრებს და ნაცნობებს ანებივრებდა. როგორც ანა გვიყვება, მას შემდეგ რაც მომხმარებელის დიდი ინტერესი გაჩნდა, ბევრი აღარ უფიქრია, დააფუძნა ფირმა, სოციალურ არხებშიც დარეგისტრირდა და აქტიურად შეუდგა მომხმარებლის ინფორმირებას ბუნებრივი საშუალებებით დამზადებული ელასტიური კრემების შესახებ. პირველი მომხმარებელი მალევე გამოჩნდა. როგორც ჩანს, კმაყოფილების დონე მაღალი იყო და დღესაც ასეა. სწორედ ამიტომ მომხმარებლების რეკომენდაციით დღითიდღე მატულობს შეკვეთების რიცხვი.
ჰობი ბიზნესად იქცა, ანას დიდი გეგმები აქვს, „ელასტია“ მალე ბრენდირებული სახით წარსდგება მომხმარებლის წინაშე. ანამ იცის ეს მარტივი გზა არ არის, მაგრამ დაბრკოლებების არ ეშინია. მან იცის, რომ სწორი დაგეგმარება და გააზრებული ნაბიჯებით სვლა არის საჭირო. ანამ იცის, მუდმივად მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა, ბაზარზე არსებული ტენდენციებისთვის თვალის დევნება ბიზნესის წარმატების აუცილებელ წინაპირობას რომ წარმოადგენს. ანა განვითარებაზეა ორიენტირებული, სწორედ ამიტომ შემოუერთდა BPN Georgia-ს, ჩაერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამაში და ტრენინგების, ვებინარების და ინდივიდუალური კონსულტაცია-ქოუჩინგების ფარგლებში მზადაა გაიზიაროს ქართული და შვეიცარიული გამოცდილება, მიიღოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული რჩევები BPN Georgia-ს წარმომადგენლებისგან და ამით კიდევ უფრო შეუწყოს ხელი „ელასტია“-ს გრძელვადიან, წარმატებულ განვითარებას.
BPN Georgia წარმატებებს უსურვებს ანას და „ელასტია“-ს!