საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ბევრს საუბრობენ. ბოლო წლების მანძილზე არაერთი მარკეტინგული კამპანიის მიზანი სწორედ ამ პოტენციალის, მათ შორის საქართველოს მთის ტურისტული პოტენციალის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცევა იყო. მხოლოდ სახელმწიფო მასშტაბის კამპანიები არ კმარა, თუ ადგილობრივი ტურიზმის სექტორი სათანადოდ არ არის მომზადებული, თუ ინფრასტრუქტურა გაუმართავია და სერვისები განუვითარებელი.
თეა ჟორჟოლიანი მესტიიდან ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული ტურიზმის ფერხულში და უკვე 14 წელზე მეტია საკუთარ ,,საოჯახო სასტუმრო უშბა“- ში გულანთებული მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიით ექიმი ეპიდემიოლოგი და ექვსი შვილის დედა იმასაც ახერხებს, რომ ყოველი მასთან მისული სტუმარი აღფრთოვანებული გაუშვას, აზიაროს ადგილობრივ სვანურ კულტურას, ყოფას, ტრადიციულ კერძებს, ნაქები სტუმარ-მასპინძლობა აჩვენოს და სვანეთზე, საქართველოზე შეყვარებული გაისტუმროს უკან. თეა მოწოდებით მასპინძელია. მისთვის უმთავრესი სტუმრის მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა. ამისთვის ის მუდმივად სწავლობს და აკვირდება საბაზრო ტენდენციებს, მომხმარებლის საჭიროებებს. ამაზე დაყრდნობით და საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით თეა მალე უკვე არსებული საოჯახო სასტუმროს გარდა თანამედროვე მაღალი სტანდარტების სასტუმრო „უშბა“-შიც უმასპინძლებს მესტიაში ჩასულ ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს. ისევე როგორც საოჯახო სასტუმროში, მთავარი მიზანი სასტუმრო „უშბა“- შიც სტუმრებთან ინდივიდუალური მიდგომა, მათ კმაყოფილებაზე ორიენტირება და მათთვის მაქსიმალურ კომფორტთან ერთად ოჯახური და მყუდრო გარემოს შექმნაა. თეა მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ისიც იცის, ოჯახისა და ბიზნესის მართვასთან ერთად საკუთარ განვითარებასაც რომ უნდა დაუთმოს დრო. სწორედ ამიტომ, თეა აქტიურად ჩაერთო BPN Georgia-ს პროგრამაში, იზიარებს ადგილობრივ და შვეიცარიულ გამოცდილებას, რაც მას ეხმარება საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო ეფექტურად და გრძელვადიანად წარმატებულად მართოს.საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ბევრს საუბრობენ. ბოლო წლების მანძილზე არაერთი მარკეტინგული კამპანიის მიზანი სწორედ ამ პოტენციალის, მათ შორის საქართველოს მთის ტურისტული პოტენციალის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცევა იყო. მხოლოდ სახელმწიფო მასშტაბის კამპანიები არ კმარა, თუ ადგილობრივი ტურიზმის სექტორი სათანადოდ არ არის მომზადებული, თუ ინფრასტრუქტურა გაუმართავია და სერვისები განუვითარებელი.
თეა ჟორჟოლიანი მესტიიდან ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული ტურიზმის ფერხულში და უკვე 14 წელზე მეტია საკუთარ ,,საოჯახო სასტუმრო უშბა“- ში გულანთებული მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიით ექიმი ეპიდემიოლოგი და ექვსი შვილის დედა იმასაც ახერხებს, რომ ყოველი მასთან მისული სტუმარი აღფრთოვანებული გაუშვას, აზიაროს ადგილობრივ სვანურ კულტურას, ყოფას, ტრადიციულ კერძებს, ნაქები სტუმარ-მასპინძლობა აჩვენოს და სვანეთზე, საქართველოზე შეყვარებული გაისტუმროს უკან. თეა მოწოდებით მასპინძელია. მისთვის უმთავრესი სტუმრის მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა. ამისთვის ის მუდმივად სწავლობს და აკვირდება საბაზრო ტენდენციებს, მომხმარებლის საჭიროებებს. ამაზე დაყრდნობით და საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით თეა მალე უკვე არსებული საოჯახო სასტუმროს გარდა თანამედროვე მაღალი სტანდარტების სასტუმრო „უშბა“-შიც უმასპინძლებს მესტიაში ჩასულ ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს. ისევე როგორც საოჯახო სასტუმროში, მთავარი მიზანი სასტუმრო „უშბა“- შიც სტუმრებთან ინდივიდუალური მიდგომა, მათ კმაყოფილებაზე ორიენტირება და მათთვის მაქსიმალურ კომფორტთან ერთად ოჯახური და მყუდრო გარემოს შექმნაა. თეა მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ისიც იცის, ოჯახისა და ბიზნესის მართვასთან ერთად საკუთარ განვითარებასაც რომ უნდა დაუთმოს დრო. სწორედ ამიტომ, თეა აქტიურად ჩაერთო BPN Georgia-ს პროგრამაში, იზიარებს ადგილობრივ და შვეიცარიულ გამოცდილებას, რაც მას ეხმარება საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო ეფექტურად და გრძელვადიანად წარმატებულად მართოს.