ბუნებით ოპტიმისტ ნიკოლოზს ყოველთვის სჯერა რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს.თუმცა,მაინც გაურკვევლობაში ვარდება, როდესაც მამის გარდაცვალების შემდეგ, ხილის გაშენიანების ბიზნესს თავში ჩაუდგება და ისეთ ინდუსტრიაში შეაბიჯებს,რომლის შესახებაც არაფერი გაეგება.
დღეს კი-არამარტო მისი ნერგები, არამედ მისი ბიზნესიც ჰყვავის!
ალუბალი, ვაშლატამა, ყურძენი და ა.შ – 30 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, ნიკოლოზის კომპანია ხილის მრავალფეროვან სახეობებს აშენიანებს-მათ შორის არის ხილის ისეთი სახეობებიც, რომლებიც ქართული ბაზრისთვის ადრე სრულიად უცნობი იყო. ნიკოლოზის პროდუქტები უმაღლესი ხარისხისაა, ამიტომაც ღირებულება ჩვეულებრივ პროდუქტთან შედარებით უფრო ძვირია. ნელნელა ის საკუთარ ბრენდს ანვითარებს.
ჩემი ისტორია
როდესაც მამა გარდაიცვალა, მაშინ სულ სხვა ინდუსტრიაში ვმუშაობდი. უეცრად ჩვენი ოჯახი დიდი დილემის წინაშე დადგა – მისი ბიზნესი ან უნდა გაგვეყიდა ან გაგვეგრძელებინა. კარგად დავფიქრდი,დავათვალიერე ჩვენი მოშენიანებული ხილი და მივხვდი რომ ბაზარზე გარკვეული ნიშები ჯერ კიდევ არსებობდა. გადავწყვიტე გავმხდარიყავი ინოვატორი და მამას ბიზნესი გამეგრძელებინა. კომპანიაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდე,რასაც ყველა სკეპტიკურად უყურებდა.ჩემს გარშემო ყველას ეგონა რომ გავგიჟდი. სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცოდი სწორად ვიქცეოდი თუ არა, რადგან ეს ინდუსტრია ჩემთვის ძალიან უცხო იყო.
როდესაც BPN-ს პირველად ვესტუმრე, ჩვენ ყველა ჩემი ხედვა და იდეა ბიზნეს გეგმად ვაქციეთ.როცა ქოუჩინგებმა დაადასტურა რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, ამან უზარმაზარი მოტივაცია მომცა.
ყოველ სეზონზე ახალ ჯიშების გამოყვანას უფრო დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობ, შემდეგ კი სულმოუთქმელად ველოდები მოსავლის აღების დროს. ახალი ჯიშებით ძველ, გამოუსადეგარ ჯიშებს ნელნელა ვანაცვლებ. ახალი თესლების მისაპოვებლად, კი თურქეთში, ესპანეთსა და ამერიკაში ახალი კავშირები დავამყარე.
ნელნელა ახალ ტექნოლოგიებსაც ვსწავლობ : დაგეგმილი მაქვს სარწყავი სისტემების, სეტყვის დამცავი ბადეების, ცივი საწყობისა და სათბურის მშენებლობა. ამ ეტაპზე ბიზნესი სტაბილურად ვითარდება. ვცდილობთ განვითარება გავაგრძელოთ და ჩვენი კომპანია ბრენდად ვაქციოთ. ვფიქრობ მაღაზიის გახსნაზეც და ასევე დიდი სურვილი მაქვს რომ მალე აგროტურიზმშიც ჩავერთო.
რითი ხართ ყველაზე ამაყი?
ზოგადად რომ ვთქვათ- ძალიან ამაყი ვარ,რომ არავის მიმართ არანაირი დანაშაულის გრძნობა არ გამაჩნია. როგორც მეწარმე კი იმით ვარ ამაყი, რომ სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინოვატორი ვარ, არამარტო ახალი ჯიშების აღმოჩენაში, არამედ მოშენების ტექნოლოგიების თვალსაზრისითაც.
როგორ შეცვალეთ თქვენი გარემო თქვენივე ქმედებებით?
ახალგაზრდა ფერმერები ახლა ახალი ჯიშების გამოყვანით კიდევ უფრო მეტად დაინტერესებულები არიან. ადრე ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებდნენ და ძველ ტრადიციულ გზებს უფრო მიჰყვებოდნენ. ახლა კი როდესაც ჩემი შედეგები დაინახეს, მოტივაცია მიეცათ, რომ თავიანთ ბიზნესებშიც უფრო ინოვაციურები გახდნენ.
თქვენი ყველაზე დიდი გაკვეთილი?
ვისწავლე, რომ მე, როგორც მეწარმეს, ყოველთვის უნდა შემეძლოს ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, რომ რთულ სიტუაციებშიც კი სწორად ვიმოქმედო. ასევე ვისწავლე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის გამრავალფეროვანება.
რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს?
ყოველთვის ეძიეთ რაიმე ახალი და მოუსმინეთ თქვენი გულის ხმას. მიზნის მისაღწევ გზაზე არ შეუშინდეთ გამოწვევებს. სწორედ ასე გახდებით წარმატებული.