სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი Jolo.ge 10 წლის წინ შეიქმნა ერთი მთავარი მიზნით: უკეთესობისკენ შეეცვალა საკუთარი მკითხველის ცხოვრება. მიზანი რომ მიღწეულია და Jolo.ge მის დამფუძნებელთან, დეა თავბერიძესთან, ერთად ამ დიდ მისიას შესანიშნავად ართმევს თავს, ამის დასტური 100 000-ზე მეტი გამომწერია, რომელიც ყოველდღიურად გამოხატავს მადლიერებას და ამბობს, რომ ჟოლომ მისი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა უკეთესობისკენ.
როგორ ახერხებს ამას Jolo.ge?
Jolo.ge-ს გუნდი ფეისბუქ და ვებგვერდის საშუალებით ყოველდღიურად გვიზიარებს პოზიტიურ ინფორმაციას, საინტერესო ამბებს საინტერესო ადამიანებზე, გვაძლევს სტიმულს, მოტივაციას, ჩვენც გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ჩვენი და საზოგადოების განვითარებისათვის.
Jolo.ge ზრუნავს ნიჭიერი ადამიანების წარმოჩინებაზე, პოტენციურ მომხმარებლამდე მიაქვს ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო ბიზნესის შესახებ, ხშირად გვიზიარებს ცნობილი (და ნაკლებადცნობილი) ადამიანების წარმატების ისტორიებს, რაც ხშირად ქცეულა სხვა ადამიანების შთაგონების წყაროდ.
პიროვნული ზრდისა და განვითარების გარეშე წინსვლა და გრძელვადიანი წარმატება წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ Jolo.ge მუდმივად თანამშრომლობს წარმატების ექსპერტებთან, პიროვნული ზრდის მენტორებთან, პოზიტიური აზროვნების ქოუჩებთან და მათი ტრენინგების, სტატიების, ციტატების საშუალებით, პიროვნული ზრდის თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს აძლევს შანს, ჰქონდეს წვდომა ამ განვითარებაზე.
Jolo.ge-ს დამფუძნებელი, დეა თავბერიძე BPN Georgia-ს გრძელვადიანი პროგრამის მონაწილეც არის და უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული ფონდის ყველა ღონისძიებაში, სარგებლობს ინდივიდუალური კონსულტაცია-ქოუჩინგებით და მუდმივად ზრუნავს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.
მორიგი ინდივიდუალური კონსულტაციის ფარგლებში დეასა და კომპანიის კიდევ ერთ წარმომადგენელ, ანა არჩვაძესთან, ერთად განხილულ იქნა Jolo.ge-ს განვითარების პოტენციალი და არსებულ პერსპექტივებზე დაყრდნობით შემუშავდა მოკლევადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა, დასახულ იქნა მიზნები და ამ მიზნებამდე მისასვლელი გზა.
BPN Georgia წარმატებას უსურვებს Jolo.ge-ს და მის მკითხველს!