...

შეხვედრა მეწარმეებთან – ქრისტინა ნაკანი სასტუმრო Sunset Terrace – ს დამფუძნებელი

Hotel Sunset Terrace
Hotel Sunset Terrace

sunset terraceBPN Georgia ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მესტიას ესტუმრა. ფონდის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს სასტუმროები, რომელთა მმართველები ამ გრძელვადიანი პროგრამის მონაწილეები არიან, შვეიცარიელი და ქართველი  ექსპერტებისგან რეგულარულად იღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და  სხვადასხვა ბიზნეს ტრენინგებსაც ესწრებიან მათთვის აქტუალურ თემებზე.
ამჯერად სასტუმრო  Hotel Sunset Terrace • სასტუმრო სანსეტ ტერასა-ს მმართველს, ქრისტინა ნაკანს ვესტუმრეთ, რომელიც უკვე მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და წარმატებით უძღვება საყვარელ საქმიანობას. მას შემდეგ რაც  საკმაოდ დიდი  გამოცდილება დაუგროვდა საოჯახო სასტუმროს და რესტორნის მართვის სფეროში,  ქრისტინამ გადაწყვიტა კიდევ უფრო გაეფართოებინა საკუთარი ბიზნესი და ის უკვე დაახლოებით 4 წელია მესტიაში, კახიანის ქუჩაზე, სტუმრებს თანამედროვე, კომფორტულ, კეთილმოწყობილ სასტუმრო Sunset Terrace-ში  მასპინძლობს, სადაც თითოეული დეტალი სტუმრის საჭიროებაზე და მის სრულ კომფორტზეა გათვლილი. თავაზიანი და ძალზედ ყურადღებიანი პერსონალი, უზარმაზარი, ნათელი, სუფთა და ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი ოთახები საოცარი ხედებით, მრავალფეროვანი და თითოეული სტუმრის გემოვნებაზე მორგებული საუზმე, სასტუმროს გვერდზე მორაკრაკე ნაკადული, ზღაპრული პანორამული ხედები სასტუმროს უზარმაზარი ტერასებიდან, ხელის გულზე გადაშლილი ულამაზესი მესტია თავისი მრავალსაუკუნოვანი კოშკებით და ცაში აზიდული მწვერვალებით,  გულგრილს იქ მისულ არცერთ სტუმარს დატოვებს.
BPN Georgia-ს წარმომადგენლებმა ქრისტინასთან ერთად იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც სასტუმრო სანსეტ ტერასა ბოლო წლებში დადგა, ის უპირატესობებიც გამოკვეთეს ერთად, რომელზეც მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს, რათა ამ საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე სწორი პოზიცია და დამსახურებული ადგილი დაიკავოს სასტუმრომ. საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომლებზე მუშაობასაც სასტუმროს მმართველი აპირებს, იმ გეგმებს და თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც  სანსეტ ტერასას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის. საუბრის ფარგლებში ზოგადად მესტიის ტურისტული პოტენციალიც იქნა განხილული და ის შესაძლებლობებიც გამოიკვეთა, რომლებიც ქრისტინას შეუძლია საკუთარი საქმიანობის უპირატესობად აქციოს.

BPN Georgia  წარმატებულ სეზონს უსურვებს Hotel Sunset Terrace • სასტუმრო სანსეტ ტერასა-ს!

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare