13 ივნისს BPN Georgia-ს სივრცეში ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის საგადასახადო მრჩეველთან – თეა გორგოძე, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო ,,ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები“.
თეა გორგოძეს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს საგადასახადო სფეროში და უკვე რამდენიმე წელია საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას ტრენინგების ფორმატში დაინტერესებულ პირებსაც უზიარებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის საგადასახადო კანონმდებლობა ყოველთვის საჭირო თემას წარმოადგენს, უმნიშვნელოვანესია მეწარმეები მუდმივად ფლობდნენ აქტუალურ ინფორმაციას იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება საგადასახადო სისტემაში. შეხვედრა სწორედ ამ მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობას ეძღვნებოდა, ისეთების როგორიცაა მაგ. საგადასახადო შეღავათები და დეკლარაციები. სიახლეების გაცნობასთან ერთად შეხვედრა მოიცავდა კითხვა-პასუხის რეჟიმს. განხილულ იქნა არაერთი რეალური ქეისი. მსმენელებმა მათთვის აქტუალური შეკითხვები გააჟღერეს და კომპეტენტური პასუხებიც მიიღეს.
შეხვედრა ძალზედ ნაყოფიერი აღმოჩნდა BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეებისთვის, მიღებულ ინფორმაციას ისინი აქტიურად გამოიყენებენ პრაქტიკაში.
BPN Georgia წარმატებებს უსურვებს თითოეულ მათგანს საკუთარ საქმიანობაში!