...

შეცდომები გვამდიდრებს, ხოლო გამოწვევების გადალახვა საინტერესოა

Tsvara
Tsvara

ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა დავითმა თავისი პირველი ფული მხატვრობითა და სამკაულების დამზადებით გამოიმუშავა. იგი ორივე საქმიანობას დღემდე აგრძელებს, თუმცა ახლა უკვე წარმატებული მეწარმის სტატუსი აქვს. ხელოვნებასა და ბიზნესს შორის ბალანსის პოვნა რთულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესოც — სწორედ ამიტომ უყვარს ასე ძალიან თავისი  ყოველდღიური ცხოვრება.

კომპანიამ ძველი სამკაულის დამზადების პროცესი გააცოცხლა და დღეს თანამედროვე ქართულ სამკაულს ზუსტად ძველებური ტექნიკის გამოყენებით ამზადებს. ასეთ სამკაულებს სხვაგვარად მხოლოდ მუზეუმებში თუ შეხვდებით. როგორც სამკაულების ოსტატი, დავითი, მუდამ ცდილობს, რომ თავისი მხატვრული ხედვა, წარმოების ტექნიკური დეტალები და ეკონომიკური ფაქტორები სწორად დააბალანსოს.

ჩემი ისტორია

მე ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი და ჩემი ძმა  სამკაულებს ამზადებდნენ. მეც  ჩემი პირველი შემოსავალი სტუდენტობის პერიოდში, სწორედ სამკაულების დამზადებითა და მხატვრობით გამოვიმუშავე. 2016 წელს კი, სამივემ ერთად გადავწყვიტ

ეთ კომპანიის დაარსება.

ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ,  BPN Georgia-ში სემინარს პირველად  დავესწარი. ახლა უკვე 16-ზე მეტ სემინარზე ვარ ნამყოფი – თითოეული მათგანიდან რაღაც პრაქტიკული ცოდნა მივიღე, რაც შემდგომში ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვიყენე. მაგალითად, ,,ბიზნეს კოკპიტის” შექმნა — ყოველთვის მეხმარება რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაცია  საჭირო დროს მქონდეს.

დღეს უკვე ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესში პიროვნული პროფილის ანალიზს სისტემატურად ვიყენებ. მარტო სხვების რეკომენდაციებს აღარ ვენდობი და თავადაც ვამოწმებ, შეესაბამება თუ არა ადამიანი ჩვენს კომპანიას. თანამშრომლებთან მუშაობის პროცესში მთავარი გაკვეთილი რაც ვისწავლე, იყო ის რომ აუცილებლად უნდა დასახო მიზანი და მიღწევის გზები მთლიანად მათ მიანდო. ახალ თანამშრომლებში კი განსაკუთრებით ვაფასებ მე

წარმეობრივ აზროვნებას — მინდა, რომ მარტო ჩემი ბრძანებების შემსრულებლები არ იყვნენ და ისინიც მეწარმეებივით ფიქრობდნენ.

ამ ეტაპზე უკვე 2 მაღაზიას, სახელოსნოს და 10-კაციან გუნდს ვმართავთ. შემოსავალი მზარდია, თუმცა ამასთან ერთად, ხარჯებიც სერიოზულ

ად იზრდება. იმისთვის, რომ გაყიდვები, მოგება და ზრდის ტემპი კიდევ

უფრო  გავაუმჯობესოთ, მარკეტინგზე მეტი ყურადღების გამახვილება გვჭირდება. ამჟამად ახალი ვებსაიტის შექმნაზე ვმუშაობთ. ჩვენი მთავარი მიზანი ახალი ბაზრების ათვისებაა – განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც ბევრი ემიგრანტი ქართველი ცხოვრობს,  რომლებსაც ქართული სამკაულები ძალიან აინტერესებთ.

ყველაზე მეტად რა მოგწონს ამ ინდუსტრიაში?

სამკაულის ხელოვნება გარკვეულ წესებს ექვემდებარება, რადგან მასალასაც და დამუშავების ტექნიკასაც თავისი წესები გააჩნია. სწორედ ეს შეზღუდვები ხდის შემოქმედებას ერთდროულად რთულსა და საინტერესოს  –  და სწორედ ეს მომწონს. ჩემი ფანტაზია ამ წესებს უნდა შევუთავსო, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც შემიძლია რაღაც განსაკუთრებულის და უნიკალურის შექმნა.

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა?

ალბათ პასუხისმგებლობის ბევრ ადამიანზე აღება. მაგალითად, იმის უზრუნველყოფა რომ ხელფასები დროულად ჩაირიცხოს, ამასთან ერთად მე ჩემს ოჯახსაც ყურადღება უნდა მივაქციო.

რას ურჩევდი სხვა მეწარმეებს?

გაითავისეთ და ისწავლეთ თქვენი შეცდომებიდან. ტკივილი საუკეთესო მასწავლებელია, შეცდომების დაშვება კი გამდიდრებთ. დააგროვეთ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება, რომ თქვენი მომავალი უკეთესი გახადოთ.

         

 

შენი ოცნება?

ჩემი ცხოვრება ჩემი ახდენილი ოცნებაა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ჩემი საუკეთესო დღე არის ,,დღეს”!

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare