...

Violet Ways – გამოწვევებით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე გზა

Violetway
Violetway

Covid 19-მა უამრავი ბიზნესი გამოწვევების წინაშე დააყენა, ბევრი აგერ უკვე 2 წელია გადარჩენისთვის იბრძვის. განსაკუთრებით მძლავრად ეს ყველაფერი ტურიზმის სფეროს შეეხო და არაერთი სასტუმრო, რესტორანი, ტურისტული სააგენტო სრულიად შემოსავლის გარეშე დარჩა. გადარჩნენ ისეთები, ვინც ადაპტირება მოახერხა. Violet Ways ერთ-ერთი იმ ტურისტულ კომპანიათაგანია, რომლის დამფუძნებელმა, ვიოლეტა აროშიძემ, შეძლო ბაზარზე არსებულ გამოწვევებს გამკლავებოდა, მათში საკუთარი შანსები ამოეკითხა, მორგებოდა არსებულ რეალობას და რეგულაციების გათვალისწინებით ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის არაერთი დაუვიწყარი ტური შეეთავაზებინა.

ვიოლეტა უკვე რამდენიმე წელია ტურისტულ საქმიანობას ეწევა. საკუთარი დიდი გამოცდილება ამ სფეროში, პროფესიონალი კადრები გუნდში, პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა და უდიდესი სურვილი, გახადოს სტუმრის თითოეული დღე ჯადოსნური, აძლევს მას საშუალებას Violet Ways-ის შემეცნებითი, ექსტრემალური, გასართობი, კულინარიული, ღვინის და ა.შ. ტურები მართლაც დაუვიწყარი გახდეს ქართველი თუ უცხოელი სტუმრებისთვის.

ვიოლეტა აროშიძეს დიდი გეგმები აქვს. მან იცის, რომ მარტივი არ იქნება ამ გეგმების რეალობად ქცევა, მაგრამ საქმის სიყვარული და რწმენა იმის, რომ თუ სირთულეებს არ შევუშინდებით, ყოველთვის განვითარებაზე ვიქნებით ორიენტირებული, წინ გააზრებული და დაგეგმილი ნაბიჯებით ვივლით, ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდებით და მიზნებსაც სისრულეში მოვიყვანთ.

BPN Georgia წარმატებებს უსურვებს ვიოლეტას და ბევრ ბედნიერ, კმაყოფილ სტუმარს Violet Ways-ს!

წლიური მოხსენების სრულად წასაკითხად მონიშნეთ თანდართული ვიზუალი.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare