...

პანდემიის დადგომისთანავე, 2020 წლის დასაწყისიდან აქტუალურად დადგა დღის წესრიგში კომპანიების სამუშაო გრაფიკებისა და მუშაობის ფორმების გადახედვა. კომპანიების ნაწილი  მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, მათმა ნაწილმა კი მუშაობის შერეული გრაფიკი არჩია. ნაწილმა კომპანიებმა კი მიზნად დაისახეს თითქმის 1 საუკუნე გამეფებული სტანდარტული კვირაში 5 დღიანი მუშაობის ხანგრძლივობის შეცვლა და ამტკიცებენ, რომ კვირაში 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი არის ახალი ტენდენცია და გამოსავალი. მათივე აზრით, ეს მეთოდი ერთის მხრივ ამაღლებს თანამშრომლების პროდუქტიულობას, ხოლო მეორეს მხრივ დასაქმებულს აძლევს საშუალებას ჰქონდეს მეტი დრო მისი პირადი ცხოვრებისთვის, რაც აუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხსა და მოტივაციას.

რას გულისხმობს 4 დღიანი სამუშაო კვირა?
ტრადიციული სამუშაო კვირა მოიცავს 40 სამუშაო საათს კვირაში 5 დღის განმავლობაში. 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლისას ზოგადად დამსაქმებლები ირჩევენ ორ სხვადასხვა ალტერნატივას შორის:

  1. 40 სამუშაო საათი კვირაში: ეს არის კომპრესირებული სამუშაო გრაფიკი, როდესაც თანამშრომლები მუშაობენ ჩვეულებრივად 40 საათს კვირაში, მაგრამ ოთხი დღის განმავლობაში.

აღსაშნიშნავია, რომ ასეთ მიდგომას ახლავს თანამშრომლის გადაწვის რისკი, ვინაიდან თანამშრომელს 10 საათი მოუწევს დღეში მუშაობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ნაკლებად გავრცელებული სამუშაოს გრაფიკი.

2. 32 სამუშაო საათი კვირაში: ეს მეთოდი გვთავაზობს მოკლე სამუშაო კვირას შემცირებული საათებით. რაც გულისხმობს, რომ თანამშრომლები მუშაობენ მხოლოდ 32 საათის განმავლობაში ოთხდღიან სამუშაო კვირაში, ანუ დღეში 8 საათის განმავლობაში.

დამატებითი დასვენების დღე კი განისაზღვრება ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგალითად კვირის შუაში.

რა საერთო აქვს რედ ბულს, სარაჯიშვილის კონიაკს და ბარამბოს (1).png

შემცირებული სამუშაო საათების პირობებში, უნდა დაუკლოს თუ არა ხელფასი დამსაქმებელმა დასაქმებულს?

კითხვა ლოგიკურია, თუმცა პასუხია: არა.
ალბათ გაგიკვირდებათ, თუმცა ამ თეორიის თანახმად დამსაქმებელს ხელფასის კომპენსაცია შეუძლიათ გაწიონ თანამშრომლების პროდუქტიულობის ამაღლებისა და კომუნალური გადასახადების დაზოგვის ხარჯზე.

არის თუ არა 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა რეალისტური?

ქართულ რეალობაში ამ კითხვაზე პასუხი ასეთი შეიძლება იყოს:
იმ პოზიციებზე, სადაც ანაზღაურება ხდება საათების მიხედვით., საათების რაოდენობის შემცირება ავტომატურად გამოიწვევს თანამშრომლების ხელფასის შემცირებას და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას, რომ მიღწეული იყოს იმდენი საათი, რამდენიც ესაჭიროება კომპანიის გამართულ მუშაობას. მაგ: სტუმარმასპინძლობის სფერო, ვაჭრობა, რესტორანი და ა.შ.
ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც ანაზღაურება არის თვის ჭრილში მოჭრილი, თამამად შესაძლებელია ახალი გრაფიკზე გადასვლა, ისე რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესი და თანამშრომლებმაც მეტი მოტივაცია მიიღონ.

რატომ უნდა სურდეს დასაქმებულს, გადაიყვანოს თანამშრომლები უფრო მოკლე სამუშაო გრაფიკზე და მისცეს სრული ანაზღაურება?
უპირველეს ყოვლისა, დამსაქმებელი საკმაოდ ბევრ რესურსს ხარჯავს, რომ აამაღლოს თანამშრომლების პროდუქტიულობა. დღევანდელ ეკონომიკაში არსებობს უამრავი მეთოდი და თეორია, რომელსაც ისინი ზედმიწევნით იყენებენ ამ მიზნით.
ფაქტია, რომ თანამშრომლების ზედიზედ დღეების მუშაობის შედეგად საკმაოდ გადაღლილები არიან სამუშაო კვირის ბოლოს და ჩავთვალოთ, რომ პარასკევი დღე მათთვის უკვე პროდუქტიული არ არის.
ასევე ფაქტია, რომ თანამშრომლები 40 სამუშაო საათის განმავლობაში რეალურად მუშაობენ ბევრად უფრო ნაკლებს ვიდრე სამუშაო საათებია. საკმაოდ ბევრი დრო მიდის ყავის სმა, სიგარეტის მოწევასა და უსაგნო კომუნიკაციაში. ამას ემატება ვებ გვერდების თვალიერება და სოციალური მედიის სქროლვა.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირის კონცეფცია ხსნის თანამშრომლების კვირის ბოლოს გადაღლილობის საკითხს. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმებულმა 4 დღეში უნდა მოასწროს მთელი კვირის საქმის შესრულება, ბევრად უფრო ნაკლებ დროს დახარჯავს ფუჭად. ეს კი საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს ამოიღონ მათი თანამშრომლების არაპროდუქტიული საათები.

Picture3.jpg

მაგალითისთვის:
Microsoft-ის იაპონიის ოფისმა 4 დღიანი სამუშაო გრაფიკის შემოღების შედეგად მიიღო, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა გაიზარდა 40 პროცენტით, ხოლო მისი კომუნალური ხარჯები შემცირდა 32 პროცენტით;
იგივე გამოცდილება მიიღო ახალ ზელანდიაში New Zealand trust management company-მ: პროდუქტიულობა გაიზარდა 20 პროცენტით, ხოლო კომუნალურმა ხარჯებმა მოიკლო 27 %-ით.
ეს კი არ შეიძლება მხოლოდ დამთხვევა იყოს. გარდა ამისა, იმ კომპანიების 63-მა პროცენტმა, რომელიც უკვე გადავიდა 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე დაადასტურეს, რომ უფრო უადვილდებათ უკეთესი კადრების შერჩევა და შენარჩუნება, ვიდრე ადრე. უკვე მიღებული შედეგების შემდეგ ამ დროისთვის შემდეგი ქვეყნები მზად არიან მხარი დაუჭირონ კვირაში 4 დღიან სამუშაო გრაფიკს: ისლანდია, ახალი ზელანდია, ესპანეთი და იაპონია.

როგორ გადავიდეთ ეფექტურად კვირაში 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე?
თუ თქვენ განიხილავთ თქვენს კომპანიაში 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას, პირველ რიგში უნდა გაანალიზოთ რა შეიცვლება ამით? ასევე უნდა ჩამოაყალიბოთ ზუსტად როგორ შეიძლება მაქსიმალურად ეფექტურობის გაზრდა და დარწმუნდეთ, რომ თქვენი კომპანიის სპეციფიკას ეს ახალი რეჟიმი არ დააზარალებს.
ახალ სამუშაო რეალობაზე გადასვლამდე კომპანიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

1.    ყველაფერი იწყება საპილოტე პროექტით.
2.    კიდევ ერთხელ გაანალიზეთ თქვენს კომპანიაში არსებული პოზიციები და მათი დატვირთულობა.
3.    საქმის სპეციფიკაციისა და თანამშრომლების მზაობის მიხედვით, აირჩიეთ ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული, სადაც მოახდენთ საპილოტე პროექტის დანერგვას.
4.    გაანალიზეთ არჩეულ სტრუქტურულ ერთეულში თითოეული თანამშრომელი რამდენ დროს კარგავს  არასაჭირო საქმიანობაში. მაგალითად: ვებ გვერდებისა და სოციალური მედიის თვალიერებაში, ყავის დალევაში, სიგარეტის მოწევაში და ა.შ.
5.     შეჰქმენით სამუშაო ჯგუფი, რომლებსაც დაავალებთ იდეების ჩამოყალიბებასა და პროცესების აღწერას, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მოიმატოს მათივე საქმიანობის პროდუქტიულობამ.
6.     შეადგინეთ კონკრეტული წესები 4 დღიანი გრაფიკით მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილონ.
7.    დანერგეთ საპილოტე პროექტი და გამოსცადეთ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
8.    შეაჯერეთ შედეგები და გაზომეთ თანამშრომლების პროდუქტიულობა და მოტივაცია, თქვენი დაზოგილი ხარჯები (არსებობის შემთხვევაში).
9.    გააკეთეთ საპილოტე პროექტის ოპტიმიზაცია მიღებული შედეგების მიხედვით.
10.    ახლა კი შეგიძლიათ დანერგოთ პროექტი ეტაპობრივად, ან სრულად კომპანიის მასშტაბით.

კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელიც მინდა ბოლოს ავღნიშნო: თუ თქვენი კომპანია გადავა 4 დღიან სამუშაო კვირაზე, თქვენ იქნებით საქართველოში ერთ-ერთი პიონერი და მაგალითის მიმცემი სხვა კომპანიებისთვის. ეს კი შეგიძლიათ საკმაოდ კარგად გამოიყენოთ თქვენი კომპანიის დადებითი პიარისა და რეკლამისთვის.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare