...

და შენ რა ტიპის რეკლამას იყენებ?

ჩვენს რეალობაში რეკლამების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. რეკლამას  ვაწყდებით ყველგან: ტელევიზიაში, ფილმებში, კონო-თეატრებში, სოციალურ ქსელებში, ბილბორდებზე, პირისპირ კომუნიკაციაში, ბეჭდურ მედიებში და ა.შ.. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება და როლი აქვს, მოდით ერთად განვიხილოთ ისინი:

  • სატელევიზიო რეკლამა – აქ ერთიანდება გადაცემებს შორის ჭრისას გასული რეკლამა, გადაცემების სპონსორობა, ასევე შოუებში სტუმრობა. მოგეხსენებათ, სატელევიზიო რეკლამას საკმაოდ დიდი ბიუჯეტი სჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად განვსაზღვროთ ვინ არიან ჩვენი პოტენციური მომხმარებლები, რომელ გადაცემას უყურებენ და დღის რომელ მონაკვეთში არიან ისინი აქტიურები. ჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტური და შედეგის მომტანი გადაცემების სპონსორობა და შოუებში სტუმრობა გახლავთ. გადაცემაში სტუმრობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიდეო რგოლი გადმოვწეროთ და სამომავლო გეგმებისთვისაც დამატებით გამოვიყენოთ,  იქნება ეს მისი სოციალურ ქსელებში განთავსება, თუ სხვა.
  • ღონისძიების სპონოსრობა – ოფლაინ აქტივობისას შეგვიძლია ვიყოთ ჩვენთვის საინტერესო ღონისძიების სპონსორები, სადაც შეგვიძლია გამოვიტანოთ კომპანიის ლოგო, ბანერი, პროდუქცია, გავუშვათ საეკრანო ვიდეო რგოლი. ამ ყველაფრის საშუალებით მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ან გავაცნობთ თავს.პრემია საბა.jpg
  • ფილმებში რეკლამა – ამ ტიპის რეკლამა შეიძლება შეფარვითი ან თვალისთვის ძალიან მარტივად ამოსაცნობი იყოს. ორივე შემთხვევაში რეკლამის მიზანი მომხმარებლისთვის თავის შეხსენება და სტილის ხაზგასმაა.
  • ბილბორდები – არსებობს მოძრავი და უძრავი რეკლამები. ბილბორდი შესაძლოა იდგეს იმ ლოკაციაზე, რომელიც ყველაზე ახლოსაა რეკლამის დამკვეთთან. ლოკაციის შერჩევა დამოკიდებულია ბილბორდზე დატანილ მესიჯსა და რეკლამის მიზანზე.  ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენება ინტერაქტიული ბილბორდები, რომლის მთავარი მიზანი სათქმელის სწორ აუდიტორიასთან მიტანა და მისი ჩართულობის გამოწვევაა.ბილბორდი.jpg
  • მოცემული ინტერაქტიული ბანერის მიზანი იყო, სათქმელი არასრულწლოვან ადამიანს მიეღო, რომლის სიმაღლეც მაქს. 135სმ-ი იქნებოდა. აღნიშნული რეკლამის დახმარებით ძალადობის მსხვერპლ ბავშვს  უნდა მიეღო ინფორმაცია, თუ როგორ დაერეკა დახმარების სათხოვნელად. მშობელი ან ზრდასრული ადამიანი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ამ ბავშვთან ერთად ჩაუვლიდა გვერდს ინტერაქტიულ ბანერს მისი სიმაღლიდან გამომდინარე იხილავდა ოდნავ განსხვავებულ ვიზუალს, განსხვავებული მესიჯის სახით.
  • რეკლამა პირისპირ კომუნიკაციისას –  ეს არის ის შემთხვევა, როდესაც წარმომადგენელს ვხვდებით და გვაცნობს ამა თუ იმ პროდუქტს/სერვისს, გვთავაზობს მაგ. დეგუსტაციას.
  • სატელეფონო გაყიდვები – ამ ტიპის რეკლამის სახეობა მიეკუთვნება იმ სიტუაციას, როდესაც ჩვენ ვიღებთ ზარს კომპანიის წარმომადგენელისაგან, რომელიც გვაცნობს პროდუქტს/სერვისს, გვიკეთებს სპეც. შეთავაზებას და გვთავაზობს მაგ. სასაჩუქრე ვიზიტს.
  • სმს რეკლამა – როდესაც ჩვენს მობილურ ტელეფონებზე ვიღებთ სარეკლამო შეტყობინებებს. აუცილებელი წესია შეტყობინების გამომგზავნ კომპანიას ჰქონდეს მითითებული სმს-ის გათიშვის ფუნქცია იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მომხმარებლის დასპამვა და მომავალში აღარ გავუგზვანოთ მათ არასასურველი კონტენტი.
  • იმეილ მარკეტინგი – ესეც გახლავთ რეკლამის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც არაერთი კომპანია იყენებს. ისინი უკვე არსებულ ან პოტენციურ აუდიტორიას აცნობენ თავიანთ მომსახურეობას მეილის საშუალებით. ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ დასპონსორებული რეკლამა ჩვენს გუგლის ელ. ფოსტაზე (gmail), რომელიც აუცილებლად განთავსებული იქნება ფოტოში მოცემულ განყოფილებაში. ეს კონკრეტული Google Ads-ის რეკლამებია.  gmail.png
  • ბეჭდური მედია – ჟურნალები, გაზეთები, ფლაერები, ბროშურები ეს ყოველივე განეკუთვნება ბეჭდურ მედიას.
  • და ბოლო ყველაზე მსხვილი სარეკლამო ხერხი გახლავთ ონლაინ რეკლამირება. აქ მოიაზრება ყველა იმ სოციალურ ქსელში რეკლამირება, რომელთაც ჩვენ ასე აქტიურად ვიყენებთ, როგორებიცაა მაგალითად:  Facebook, Instagram, LinkedIn, Google, Pinterest, YouTube, Tiktok თუ სხვა. უნდა გავითვალისწინოთ ასევე ვებ გვერდები, რომლის სარეკლამოდაც შეგვიძლია Google Ads-ის გამოყენება, შეგვიძლა გავაკეთოთ დალინკვებიც სხვადასხვა სტატიებიდან, სოციალური ქსელებიდან, აპლიკაციებიდან, მეილებიდან და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ სარეკამო ხერხს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე გააჩნია. მთავარია ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები, რა არის ჩვენი მიზანი და რატომ გვსურს ამა თუ იმ რეკლამის გამოყენება, რა შედეგების მიღება გვსურს. ამ და სხვა თემებზე უფრო ვრცლად BPN Georgia-ში გამართულ სემინარზე  (სოციალური მედია მარკეტინგის მართვა) ვისაუბრებთ, შემოგვიერთდით.
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare