...

სიტყვას დიდი ძალა აქვს!

სიტყვას დიდი ძალა აქვს: ქოფირაითინგის მნიშვნელობა და ქოფის ფორმულები

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, სადაც სოციალურ ქსელებში უამრავი ახალი ბრენდი შემოდის კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება. უამრავი ბრენდით, შეთავაზებით გაჯერებულ ბაზარზე კი მომხმარებლების ყურადღება სულ უფრო მცირდება.

მეწარმეები მუდმივად ეძებენ გზებს, რათა თავიანთი მესიჯი მკაფიოდ და ეფექტურად მიაწვდინონ აუდიტორიას. სწორედ აქ შემოდის ქოფირაითინგი – ტექსტების შექმნის ხელოვნება, რომელიც მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგებს.

რატომ არის ქოფირაითინგი მნიშვნელოვანი?

ქოფირაითინგი მარკეტინგული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კარგი ქოფი არა მხოლოდ ბრენდის ხილვადობას ზრდის, არამედ მომხმარებლის ნდობასაც აყალიბებს და გაყიდვებსაც უწყობს ხელს. ეფექტური ტექსტი:

  • იპყრობს ყურადღებას,
  • აღძრავს ემოციებს,
  • ამოტივირებს ქმედებას,
  • ხდის ბრენდს უნიკალურს და დასამახსოვრებელს მომხმარებლებისთვის.

ქოფირაითინგის პოპულარული ფორმულები

ქოფირაითინგში მრავალი სტრატეგია და ფორმულა არსებობს, რომლებიც ტექსტის ეფექტურობას ზრდის.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი, რომლებიც ყოველდღიურად გამოგადგებათ მომხმარებლებამდე თქვენი შეთავაზების სწორად მიტანაში.

  1. AIDA (Attention, Interest, Desire, Action)

ყურადღება (Attention) — მიიქციეთ მკითხველის ყურადღება;

დასვით კითხვა ან კონცენტრირდით სიახლეზე, რომლითაც სამიზნე აუდიტორიის კონკრეტულ პრობლემაზე გაუსვამთ ხაზს.

ინტერესი (Interest) — ყურადღების მიქცევის შემდეგ მიაწოდეთ მას ისეთი ინფორმაცია, რომელიც მეტ ინტერესს გაუჩენს პროდუქტის მიმართ; გააღვიძეთ ინტერესი საინტერესო და შესაბამისი ინფორმაციით;

სურვილი (Desire) — ამ ეტაპზე მომხმარებელს უკვე ნივთის/მომსახურების შეძენის სურვილი უნდა გაუჩნდეს;

მოქმედება (Action) — მოუხმეთ მათ მოქმედებისკენ! იმოქმედოს (იყიდოს, გამოიწეროს, დარეგისტრირდეს და ა.შ.).

 ქართული ბრენდი, ,,ჩოკომია“-ს, მაგალითი, რომელიც ამზადებს ხელნაკეთ ყველიან ტრუფელებს:

2. BAB (Before, After, Bridge)

მანამდე (Before) – აღწერეთ რეალობა, სადაც თქვენი მკითხველი ცხოვრობს. აჩვენეთ პრობლემები, რომელთან გამკლავებაც მათ უწევთ. 

მერე (After) – აღწერეთ, როგორი იქნებოდა ალტერნატიული რეალობა, ამ პრობლემების გარეშე.

როგორ (Bridge) – დაანახეთ მკითხველს პრობლემის გადაწყვეტის გზა.

ფრანგული ენის ცენტრი ,,აპოსტროფი“-ს მაგალითი:

3. FAB (Features, Advantages, Benefits)

მახასიათებელი (Feature) – რა მახასიათებლები აქვს პროდუქტს ან სერვისს? იგულისხმება ტექნიკური ან ძირითადი მახასიათებლები.

უპირატესობა (Advantage) – რატომ არის ეს მახასიათებლები მნიშვნელოვანი? რას ნიშნავს ეს მახასიათებელი პრაქტიკაში და როგორ გამოარჩევს ის პროდუქტს ან სერვისს სხვების შეთავაზებებისგან.

სარგებელი (Benefits) – როგორ აგვარებს ეს მომხმარებლის პრობლემას ან აუმჯობესებს მათ ცხოვრებას?

,,Ikokidsის მაგალითი, რომელიც საბავშვო ხელნაკეთ განმავითარებელ სათამაშოებს გთავაზობთ:

ქოფირაითინგი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვების დაწერა – ეს არის ფსიქოლოგიის, მარკეტინგის და სტრატეგიული კომუნიკაციის ერთობლიობა.

სიტყვა ბევრია, მათი კომბინაციები კი უფრო მეტი, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სიტყვათა სწორი წყობა ყველაფრის გასაღებია.

სწორად შერჩეული სიტყვები მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგებს, რაც ბიზნესის წარმატებას განაპირობებს. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი მესიჯი მართლაც დამაჯერებელი და შედეგიანი იყოს, გამოიყენეთ ზემოთ განხილული ფორმულები და სიტყვების ძალა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ!

ბიზნესის ზრდა თქვენს ხელშია! აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები და  მიიღეთ მხარდაჭერა BPN Georgia-სგან – bpngeorgia.ge.

 

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare