...

სწორი საფრენი სიმაღლე – კრიზისი, როგორც განვითარების შანსი

ბეთრანდ პიკარდი შვეიცარიელი ფსიქიატრი და თავგადასავლების მოყვარული პიროვნებაა. 1999 წელს მან პირველად შემოუარა დედამიწას შუალედური დაშვების გარეშე საჰაერო ბუშტით. 2016 წელს გაიმეორა იგივე ქმედება, ამჯერად სპეციალურად ამ მოვლენისთვის შექმნილი მზის ენერგიის საფრენი აპარატით.

 

Breitling Orbiter.jpg

Solar Impulse.jpg

ორივე მცდელობას თან ახლდა ბევრი მარცხი. მაგ. საჰაერო ბუშტით დედამიწის შემოვლისას მას მანამდე ორი უშედეგო მცდელობა ჰქონდა.

თავგადასავლების სიყვარულის გვერდით პიკარდი, როგორც ფსიქიატრი იკვლევს ადამიანის დამოკიდებულებას კრიზისებთან და ბედის უკუღმართობებთან მიმართებაში. 2017 წელს გამოიცა მისი წიგნი «სწორი საფრენი სიმაღლე», რომელშიც მან დაადგინა:

ადამიანები ტენდენციურად მეტნაკლებად სტაბიულური წონასწორობისკენ ისწრაფვიან. ამ პროცესში გამოიმუშავებენ ჩვევებს, არწმუნებენ საკუთარ თავს და ქმნიან ემოციურ საყრდენს, რომლის ფარგლებშიც შეძლებისდაგვარად უპრობლემოდ უმკლავდებიან ყოველდღიურობას.

რა ხდება მაშინ, როცა გაუთვალისწინებელი რამ ხდება, ისეთი კრიზისი გვატყდება თავს, როგორიცაა Covid-19 და დამცავი კედელი თავზე გვემხობა?

წონასწორობის დაკარგვას უდაოდ მივყავართ სტრესამდე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სტრესი უფრო ეფექტურს გვხდის. სტრესის გარკვეული დოზა სასარგებლოცაა და უკეთ მუშაობაში გვეხმარება. ქმედითუნარიანობა მაღლა იწევს. ვიგებთ მიღწევების გაუმჯობესების გემოს.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა დატვირთვის ინტენსივობა და ხანგრძლივობა ასატან ზომას სცდება?  

ზედმეტ სტრესს ჩვენი რელსებიდან ამოგდება შეუძლია. ღონემიხდილი უფსკრულის პირას აღმოვჩნდებით და ვვარდებით შიგ. შეწინააღმდეგების ძალა ამოწურულია. ჩვენი ქმედითუნარიანობა ქრება.

რამდენად ღრმად ვიჩეხებით უფსკრულში?

მანამ, სანამ ახალ წონასწორობას არ ვიპოვით საკუთარ თავში, რომლის დროსაც უკანასკნელ ძალას ვიკრებთ და დაჩოქილი ვაგრძელებთ ხოხვას, როცა გამართული სვლა აღარ შეგვიძლია.

Crisis Chart.PNG

როგორც კი მივაღწევთ  «ქვედა ზღვარს», სამი შესაძლებლობა არსებობს:

1. გავშეშდეთ მოცემულ ადგილას;

2. შევეცადოთ მანამდე დაკარგული წონასწორობის აღდგენა;

3.გამოვიმუშაოთუნარი, ამოვცოცდეთიმაზემაღლა, ვიდრეკრიზისამდევიყავით.

უფრო ზემოთ სვლისთვის საჭიროა რაღაც ახლის შექმნა, საკუთარი თავის, როგორც ინდივიდის ახლებურად აღქმა, რომელმაც ახალი თვისებები გამოიმუშავა ახალ სამყაროსთან ახლებური მიდგომისთვის.

ყოველი კრიზისი არსებობს იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ თავს ვიცავთ მისგან და გრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ჩვენ ვყოვნდებით იმ პუნქტთან, სადაც წონასწორობა დავკარგეთ. ჩვენ მთელი ძალისხმევით ვცდილობთ იმ მდგომარეობამდე მისვლას, რომელსაც მანამდე მიჩვეული ვიყავით და გვიყვარდა. ამდროს სწორედ ეს თავდაცვითი მდგომარეობაა, ჩვენს ტკივილს რომ ამძაფრებს.

წარმატებული ბიზნესები კი იმით გამოირჩევიან სხვებისგან, რომ არ ცდილობენ თავგამოდებით წარსულის, ანუ Covid-19 – მდე მდგომარეობის დაბრუნებას, არამედ ენერგიას იმაში ხარჯავენ, აცოცდნენ უფრო ზემოთ და ინვესტირება მოახდინონ უკეთესი მომავლის შექმნაში.

როგორ უწევთ მოტივირებას საკუთარ თავს და თანამშრომლებს კრიზისის პერიოდში? რა განსხვავებულ სტიმულებს სთავაზობთ განსხვავებულ პიროვნების ტიპებს? მოტივაციის გაქრობის რა მიზეზებთან გაქვთ საქმე? გსურთ ამ კითხვებზე პასუხი? დარეგისტრირდით დღესვე ჩვენს ვებინარზე “თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია”:

https://bpngeorgia.ge/business-academy/seminars-workshops/selfmotivation-and-employee-motivation

ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 879341, ფეისბუქით www.facebook.com/bpngeorgia/ ან იმეილით info@bpngeorgia.ge

*ავტორი danielmatter

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare