სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსება არც თუ ისე რთულია, რადგან არსებობს ინსტრუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც გვეხმარება სწრაფად და ეფექტურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი პოტენციურ მომხმარებლამდე.
სოციალურ გვერდებზე რეკლამის განთავსებისთვის საჭიროა შევქმნათ „კარგი“ კონტენტი, შევარჩიოთ პოტენციური აუდიტორია, საბოლოოდ კი მიღებული შედეგები გავაანალიზოთ და დავისახოთ სამომავლო გეგმა.
ბოლო წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე ხშირად რეკლამის კუთხით მიმართავენ შემდეგ სოციალურ პლატფორმებს:
სოციალურ ქსელებზე მარკეტინგული სეგმენტაციის საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიწვდეთ იმ აუდიტორიას, რომელიც თქვენთვის პრიორიტეტულია და დაამყაროთ მათთან კომუნიკაცია.
კონკრეტულ სტატიაში ვისაუბრებთ თუ როგორ შევარჩიოთ აუდიტორია Facebook-ზე, რადგან როგორც მსოფლიოს ბრენდები, ასევე, ქართული ბრენდებიც აქტიურად მიმართავენ Facebook რეკლამას.
Facebook-ზე სეგმენტაციის განსაზღვრის სამი ხერხი არსებობს:
1) Core Audience – შეხედულებით (დაშვებით) სწორი სეგმენტის შერჩევა, ამის განსაზღვრაში კი გვეხმარება შემდეგი მონაცემები:
- დემოგრაფია, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებელთა მახასიათებლებს. მაგალითად: ასაკი, სქესი, განათლება, სამუშაო და კულტურა;
- ცხოვრების წესი, როგორიცაა: სოციალური კლასი, პიროვნება, მოსაზრებები და დამოკიდებულებები;
- ქცევა, რომელიც ეფუძნება მომხმარებელთა ქმედებას;
- გეოგრაფიული მდებარეობა, როგორიც არის: კონტინენტი, ქვეყანა, სახელმწიფო, პროვინცია, ქალაქი ან სოფელი, სადაც მომხმარებელთა ჯგუფი ცხოვრობს.
მსგავსი მიდგომის გამოყენება გამართლებულია მაშინ, როდესაც პროდუქტი/მომსახურება ახალია ბაზარზე. შესაბამისად ის იყენებს მხოლოდ დაშვებას, ტესტავს, ცდილობს განსაზღვროს რომელი არის მისი სამიზნე აუდიტორია. არ გააჩნია ბაზები (ნომრები, მეილები) რაზე დაყრდნობითაც შეძლებს აუდიტორიის შექმნას.
2) Facebook-ი საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მომხმარებელთა აუდიტორია – Custom Audience,
რაც გულისხმობს სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით აუდიტორიის შექმნას. იქნება ეს ვებგვერდზე გადასული მომხმარებელი, მეილების/ნომრების ბაზის მიხედვით შექმნილი აუდიტორია თუ სხვა გრაფიკზე გამოსახული მახასიათებლის მიხედვით ინტერაქციაში შემოსული მომხმარებელი.
Custom Audience – გაცილებით სანდოა, ვიდრე დაშვებით შექმნილი აუდიტორია. ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ზუსტად იმ მომხმარებელთა მონაცემები, რომლებიც დაინტერესდნენ თქვენი შეთავაზებით და იცნობენ თქვენს პროდუქტს/მომსახურებას. შესაბამისად მათზე გაშვებული რეკლამა გაცილებით ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება. თქვენ შეძლებთ მათ მიაწოდოთ სიახლეები, შეახსენოთ პროდუქტები და დაარწმუნოთ რომ გახდნენ თქვენი მომხმარებლები.
3) ბოლო ხერხი, რასაც Facebook-ი აუდიტორიის შესაქმნელად გვთავაზობს, ეს არის Lookalike Audience – მსგავსი აუდიტორიის შექმნა შესაძლებელია არსებული ბაზების მონაცემების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პოტენციური აუდიტორია, მომხმარებელთა ის კატეგორია, რომელებსაც გააჩნიათ საერთო მახასიათებელი არსებულ, უკვე დატესტილ აუდიტორიასთან მიმართებაში.
საბოლოო ჯამში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Facebook-ი საშუალებას გვაძლევს გავიდეთ ყველა კატეგორიის სამომხმარებლო ჯგუფზე. თუმცა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომლიც გამართლებული იქნება ყველა პოტენციური აუდიტორიისთვის. აუცილებელია ხშირად ჩავატაროთ ცდები, დავტესტოთ, განვსაზღვროთ რა მუშაობს კარგად თქვენი სეგმენტისთვის და გავაანალიზოთ მიღებული შედეგები სამომავლო ქმედებისთვის.