LinkedIn არის მსოფლიოში უდიდესი პროფესიონალური ქსელური ვებ – გვერდი, სადაც შეგიძლიათ დაამყაროთ ბიზნეს კავშირები.
აღნიშნული გვერდი საინტერესო იქნება:
- სამსახურის მაძიებელთათვის;
- ბიზნეს სიახლეების მისაღებად;
- პროფესიონალური რეპუტაციის და ბრენდის ხილვადობის გასაზრდელად;
იმისათვის, რომ LinkedIn – გან მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი, ყურადღებით მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს.
1. შეავსეთ თქვენი პროფილი
მას შემდეგ, რაც პროფილზე დაამატებთ დეტალებს, “პროფილის სიძლიერის ხაზის” გამოყენებით, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენს პროგრესს “დამწყებიდან” “შუალედურამდე” და ბოლოს “პრემიუმამდე”.
2. გაზარდეთ კავშირები
კავშირების რაოდენობა გავლენას ახდენს თქვენი ძიების რეიტინგზე LinkedIn– ზე.
3. დაიწყეთ საუბარი
მას შემდეგ, რაც დაამყარებთ კავშირებს, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ შეხვიდეთ დიალოგში. „აქტიური სტატუსი“ მიგითითებთ, თუ რომელი ადამიანია მოცემული დროისთვის ვებ – გვერდზე.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ Smart Replies ფუნქციით – მოკლე, ავტომატურად გაწერილი კონტექსტური პასუხებით. მაგ. დიდი მადლობა, რომელ საათზე, წარმატებები და ა.შ. ეს ყოველივე ხელს უწყობს თქვენს დიალოგს, იყოს სწრაფი და პროდუქტიული.
თუ თქვენ სარგებლობთ Premium ანგარიშით, შესაძლებლობა გეძლევათ გამოიყენოთ InMail – ი (გაუგზავნოთ პირადი შეტყობინებები LinkedIn– ის ნებისმიერ წევრს, წინასწარი გაცნობის და დამატების გარეშე, იხილოთ ვინ ნახულობს თქვენს პროფილს და ა.შ.).
4. მიიღეთ და გაუწიეთ რეკომენდაციები თქვენს მეგობრებს
თქვენს მეგობრებს თუ ძველ კოლეგებს შეუძლიათ დაგიწერონ რეკომენდაციები, ხაზი გაუსვან თქვენს უნარებს. საპასუხოდ თქვენც შეგიძლიათ განახორციელოთ ანალოგიური ქმედება.
გაწეული რეკომენდაციები ხაზს უსვამს თქვენს პროფესიულ შესაძლებლობებს. გაითვალისწინეთ რაც მეტი Endorsement – ი გექნებათ, მით უკეთეს შთაბეჭდილებას მოახდენთ პოტენციურ დამსაქმებელსა თუ პარტნიორზე.
5. გამოიყენეთ LinkedIn ჯგუფები
6. შექმენით საინტერესო კონტენტი
გამოიყენეთ hashtag-ები იმისათვის, რომ თქვენი პოსტი ნახოს რაც შეიძლება ბევრმა დაინტერესებულმა ადამიანმა. ჩაწერეთ hashtag – ი საძიებო ზოლში, რათა გაარკვიოთ რამდენი ადამიანი მისდევს მას ან რა არის მათთვის საინტერესო.
7. გამოაქვეყნეთ ვაკანსია, თუ ეძებთ გუნდის ახალ წევრს ან მოძებნეთ თქვენთვის სასურველი სამსახური
LinkedIn–ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აშშ – ში 20 000-მდე ბიზნესი იყენებს საიტს ახალი კადრის მოსაძიებლად.
Linkedin – ის მომსახურება საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ თქვენი გუნდისთვის საჭირო სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება. მას შეუძლია შეცვალოს ტრადიციული რეკრუტირების რეკლამა მთლიანად, თქვენი ინდუსტრიისა და პოზიციის მიხედვით.
ვებ – გვერდზე თქვენ გაქვთ საშუალება ძებნა მოახდინოთ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა: ლოკაცია, კომპანია, ყოფილი კომპანია, ინდუსტრია, ენა, არამოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, სკოლა, განათლების ხარისხი.
8. გააკეთეთ თქვენი ორგანიზაციის გვერდის რეკლამა.
LinkedIn – ის ინტეგრირება სხვა პლატფორმებთან და მომსახურებებთან. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ კომპანიის LinkedIn-ზე დამატებული სიახლეები ავტომატურად განათავსოთ Twitter – ზეც, ეს ყოველივე კი დამოკიდებულია თქვენი ორგანიზაციის სოციალური მედიის სტრატეგიებზე.
9. დაიცავით პროფესიული ეტიკეტი
LinkedIn– ზე წარმატება დამოკიდებულია კარგი რეპუტაციის განვითარებასა და შენარჩუნებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის პროფესიონალად უნდა გამოიყურებოდეთ. ასე რომ, არ განათავსოთ ისეთი პირადი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება Facebook- ზე გამოაქვეყნოთ. თავიდან აიცილეთ ჭორების გავრცელება – თქვენ არასოდეს იცით ვინ წაიკითხავს მას. კარგად დაფიქრდით, თუ რას დაწერთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ პატიოსნება და გულწრფელობა საუკეთესო პოლიტიკაა – ნუ გადააჭარბებთ საკუთარი თავის გაყიდვას და არ შეალამაზოთ ფაქტები საკუთარ წარმატებებზე საუბრისას.