«კარგი შეფუთვით მარტო პროდუქტს კი არ ვახვევთ, არამედ მომხმარებელსაც!» – * ვერნერ მიტჩი
წარმოიდგინეთ, საჩუქრად იღებთ სუნამოს, რომელიც კოლოფის გარეშე მოგართვეს. ან თაიგულს, რომელიც ფერადი ლენტის ნაცვლად საიზოლაციო ლენტითაა შეკრული. რა რეაქცია გექნებოდათ?
…საკმარისად არ მაფასებს… უგულოდ მოეკიდა საჩუქრის შერჩევას… ნაკლებ მნიშვნელოვანი ვარ მისთვის… თურმე როგორი წარმოდგენა აქვს ჩემზე… ძუნწი…
ამ ფიქრებიდან ერთი მაინც გაგიელვებთ გონებაში.
თუ ყველა თაიგულს საბოლოოდ მაინც ხსნიან და წყალში აწყობენ და სუნამოც გაჩუქებიდან რამდენიმე წუთში ემშვიდობება საკუთარ შეფუთვას, რატომღა გვიჩნდება ასეთი აზრები.
საქმე იმაშია, რომ შეფუთვა დიდი ხანია გასცდა თავის ძირითად ფუნქციას, რაც მდგომარეობს პროდუქტის დაცვაში, ტრანსპორტირებასა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში. მან უფრო საიმიჯო ფუნქცია შეიძინა და კონკურენტული უპირატესობის დემონსტრირების ერთ – ერთი საუკეთესო საშუალებაა.
შეფუთვა, რანაირი მარტივი და იაფფასიანიც არ უნდა იყოს, პროდუქტს ფასს უმატებს, რადგან მისი ფასი გათვალისწინებულია პროდუქტის თვითღირებულებაში, მაგრამ რაც უფრო კრეატიული, ინდივიდუალური, ორიგინალური, სოლიდური და ტრენდულია შეფუთვა, მით უფრო ზრდის პროდუქტის ღირებულებას როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით და მომხმარებელიც მზადაა გადაიხადოს მეტი, ამით ძვირფასად აგრძნობინოს თავი საყვარელ ადამიანს და საკუთარი თვითშეფასებაც აიმაღლოს.
1. სოლიდური შეფუთვა
ხშირ შემთხვევაში შეფუთვა ცალკე სუვენირადაც კი შეიძლება იყოს აღქმული და ერთი შენაძენით ორი ნივთის მფლობელი გავხდეთ, რაც ჩვენ, როგორც მომხმარებელს დამატებით სარგებელს გვთავაზობს და ამდენად პროდუქტის შეძენას გვიადვილებს.
2. შეფუთვა, როგორც სუვენირი
შეთავაზების ფართო არჩევანში ბევრი ნაკლებ ცნობადი კომპანიის კარგ პროდუქტს უჭირს მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა. რაც უფრო კრეატიულად და ორიგინალურად არის მოფიქრებული შეფუთვა, მით მეტად ხვდება ის თვალში მომხმარებელს. შესაბამისად ის სარეკლამო ფუნქციის მატარებელიცაა. მაგ. ახლა უკვე ცნობილ და წარმატებულ ქართულ კომპანიას ALTER SOCKS ყველაფერთან ერთად ორიგინალური შეფუთვითაც გამოარჩევთ კონკურენტებისგან. იგივე მეთოდს მიმართავს სხვა ბევრი კომპანიაც.
3. ორიგინალური შეფუთვა
სახალისო შეფუთვა მომხმარებელში ხანგრძლივ დადებით ემოციას იწვევს და ამ ემოციის გამეორების მიზნით პროდუქტის კვლავ შეძენისკენ უბიძგებს.
4. სახალისო შეფუთვა
ბევრი შეფუთვა ამბავს გვიყვება და ამ ამბის თანამონაწილედ გვხდის (Storytelling). შოკოლადის TOBLERONE – ს შეფუთვას სამკუთხა ფორმა მხოლოდ მარტივი ტრანსპორტირებისთვის და პრაქტიკული მოხმარებისთვის არ აქვს. ის ამ ფორმით ასოცირდება მატერჰორნის მთასთან, რაც შვეიცარიის სიმბოლოცაა და მომხმარებელში პატრიოტულ მოტივებს აღვიძებს. “თაფლი ირინოლა” ჩამოსხმულია 5’500 წლიანი დიზაინის მქონე ისტორიულ თიხის ქოთანში. ამით აცოცხლებს საქართველოში თაფლის წარმოების უძველეს ისტორიას და ინტერესს აღვივებს.
5. შეფუთვა ამბის თხრობის ელემენტებით
6. ემოციური შეფუთვა
შეფუთვა ხშირად მოულოდნელობებით აღსავსე თავგადასავლებს გვიმზადებს, ცნობისმოყვარეობით გვავსებს და მასში გახვეული პროდუქტის გამოცნობის მოუთმენელი სურვილით გვიპყრობს. კომპანია “ჩირიფრუტი” სწორედ ამ უამრავ პატარა თავგადასავალს ჰპირდება მომხმარებელს საკუთარი ნუგბარის ზღაპრული შეფუთვით.
მომხმარებლის ურთიერთობა მწარმოებელთან პროდუქტის გავლით ხდება და ეს გამოცდილების დაგროვების მთელი ციკლია, რომელშიც შეფუთვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის ხშირად პირველ კომუნიკაციას ამყარებს მომხმარებელთან და პირველი შთაბეჭდილების მოხდენის პასუხისმგებლობაც აკისრია. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ თქვენი პროდუქტის შეფუთვას. შეეცადეთ ის იყოს მაქსიმალურად ემოციური. გახსოვდეთ, მომხმარებელი ყიდულობს არა პროდუქტს, არამედ ემოციას.
გსურთ უკეთ შეახვიოთ თქვენი პროდუქტიც და მომხმარებელიც, გვესტუმრეთ სემინარზე «ბრენდინგი, გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია»!
* ვერნერ მიტჩი – აფორიზმების და ციტატების გერმანელი ავტორი