Pinterest არის სოციალური ქსელი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ ინსპირაცია და იდეები მათთვის საინტერესო თემებზე. ყველა იდეა წარმოდგენილია Pin-ის მიერ, რომელიც Pinterest – ის მომხმარებლების ძიებაზე და შენახვაზეა დაფუძვნებული. მისი სლოგანი გახლავთ: “მიამაგრე შენი ინტერესი და გაუზიარე სხვებს”.
როდესაც ვიყენებთ Pinterest-ს ბიზნესისთვის, ყოველთვის უნდა გქონდეთ მითითებული ჩვენი ვებგვერდის ბმული
- Pinterest-ის გლობალური აუდიტორიის 66% – ს ქალები წარმოადგენენ და მათი ასაკია 25-54 წლამდე მერყეობს.
- Pinterest– ზე ყველაზე დიდი ინტერესის სფეროეებს წარმოადგენს: მოდა, საკვები, ავტომობილები, ინტერიერი და მოგზაურობა, სწორედ ამიტომ მომხმარებლებისთვის შეხების წერტილის არეალი საკმაოდ დიდია.
თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია იმყოფება Pinterest– ზე, მაშინ არ დააყოვნოთ და დაიწყეთ ციფრული სტრატეგიების შემუშავება, რათა ხელიდან არ გაუშვათ პოტენციური აუდიტორია
1. როგორ შევქმნათ Pinterest -ზე ბიზნეს პროფილი
ბიზნესის პროფილის შესაქმნელად, უბრალოდ მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
თუ თქვენ გაქვთ პირადი პროფილი, გამოდით (log out) რათა დავიწყოთ ახალი ანგარიშის შექმნა. თუ იყენებთ Pinterest დესკტოპის აპლიკაციას დააჭირეთ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ სამ წერტილს და აირჩიეთ “გამოსვლა” (log out).
შემდეგ, გადადით Pinterest for Business (პინტერესტი ბიზნესისთვის) და მონიშნეთ “Join as a Business“. შეავსეთ დეტალები თქვენი ბიზნესის და იმ პირის შესახებ, რომელიც მართავს ანგარიშს. დასრულების შემდეგ, უბრალოდ წაიკითხეთ Pinterest – ის მომსახურების პირობები და მონიშნეთ „ანგარიშის შექმნა“ (Create Account).
2. როგორ გადავიყვანოთ პირადი ანგარიში Pinterest ბიზნეს პროფილზე
თუ უკვე გაქვთ პირადი ანგარიში და გსურთ გადახვიდეთ ბიზნეს ანგარიშზე, ეს ძალიან მარტივია! პირველი რიგში, შედით თქვენს პროფილზე. შემდეგ, დააჭირეთ თქვენს ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ სამ წერტილს და აირჩიეთ “Upgrade your account”. ან მიჰყევით ბმულს. (https://www.pinterest.com/login/?next=%252Fbusiness%252Fconvert%252F)
თქვენ უნდა შეავსოთ ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ და იმის შესახებ თუ ვინ შეძლებს თქვენი ანგარიშის მართვას, ფორმის შევსებას რომ დაასრულებთ, უბრალოდ დააჭირეთ “Done”. ამ ნაბიჯის დასრულების შემდეგ, თქვენ ნახავთ Pinterest ბიზნესის პროფილის ყველა მახასიათებელს, როგორიცაა Pinterest Analytics და Pinterest Ads!
Pinterest ბიზნესისთვის: ის რაც უნდა ვიცოდეთ
Pinterest – ის წარმატების ფორმულის ოთხი მახასიათებელია:
- Pinterest – ის ძებნა
- სიახლეების ველი
- „პინსები“
- დაფები
Pinterest Search – საძიებო ველი
Pinterest -ი მოიაზრეთ, როგორც სურათების საძიებო სისტემა. მაგალითად, Pinterest- ზე მომხმარებელს სურს მოძებნოს “შავი ტყავის ფეხსაცმელი” და ის ღებულობს ათასობით „პინს“ ბრენდების, ონლაინ საცალო ვაჭრობის, ინფლუენსერების, მოდის ჟურნალების და Pinterest- ის სხვა მომხმარებლების მიერ ატვირთულ თემატურ ფოტოებს.
Pinterest– ის მომხმარებლებისთვის, საძიებო ფუნქცია პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ მათ შეძლონ ინტერესების შესაბამისად მოიძონ მეტი ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროდუქტზე.
Google– ის საძიებო სისტემის მსგავსად, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი საძიებო ზოლში უთითებს სასურველ საძიებო ტერმინს, Pinterest – ი ამ სიტყვის საუკეთესო შედეგებს ამზადებს. თქვენ არ გჭირდებათ გადასვლა შემდეგ გვერდზე, ამის ნაცვლად, უბრალოდ გააგრძელეთ გადახვევა (დასქროლვა) სანამ არ ამოიწურება შესაბამისი პინები.
Pinterest – ი ასევე დაგეხმარებათ გაცხრილოთ ძიების შედეგები, მხოლოდ საკვანძო სიტყვების და თემის სფეროების დამატებით. ჩვენი “შავი ტყავის ფეხსაცმლის” მაგალითისთვის, შემოთავაზებული თემები იყო “ზაფხული”, “მაღალი ქუსლები”. ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ თქვენთვის რელევანტური და ძიება დასრულდება თქვენთვის ყველაზე მორგებული შედეგით.
Pinterest – ის ველი:
Pinterest – ი არის მაძიებელი თქვენი ინსპირაციისთვის, ახალი იდეებისა და საინტერესო თემების. სწორედ ამიტომ, Pinterest-მა შექმნა სამი ველი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ „პინებისთვის“ იმისათვის რომ და იპოვნოთ ინსპირაცია, რომელსაც ეძებთ!
1: The Home Feed – საწყისი ველი
დავიწყოთ აწ უკვე ჩვენი საწყისი ველიდან (home feed). თქვენი Pinterest– ის საწყისი ველი მოიცავს იმ პინების კოლექციას, რომლებსაც თქვენ გადაწყვეტთ რომ დააფოლოვოთ. თქვენი Pinterest – ი ასევე მოიცავს „პინებს“, რომელიც ინსპირირებულია თქვენი ბოლო აქტივობებით. ეს დაგეხმარებათ უცბათ და მარტივად იპოვოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ ან რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
თქვენი საწყისი ველი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იქცევით თქვენ. რაც უფრო მეტ დროს დახარჯავთ Pinning – ზე და იმის არჩევაზე თუ ვის უნდა მიჰყვეთ (დააფოლოვოთ/following) მით უფრო მეტი თქვენთვის სასურველი და თქვენს ინტერესებზე მორგებული სიახლებიის ველი გექნებათ.
თუ იყენებთ Pinterest – ს დესკტოპისთვის, მაშინ უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს “საწყისი” (Home) სანავიგაციო შტრიხზე ეკრანის ზედა მხარეს, ან მობილური აპლიკაციიდან P – სიმბოლოზე, რომელიც მდებარეობს თქვენი Pinterest- ის ქვედა მარცხენა კუთხეში.
2: The Explore Feed სიაახლეების ველი
Instagram- ის მსგავსად, ეს ის გვერდია სადაც Pinterest მომხმარებლები მიიღებენ ინსპირაციას ტენდენციურ თემებზე და ყველაზე პოპულარულ პინებზე. უბრალოდ დააჭირეთ კომპასის ნიშანზე. მობილური აპლიკაციის შემთხვევაში ის მდებარეობს ეკრანის ბოლოში, ან დესკტოპის ვერსიაზე ზედა მარჯვენა კუთხეში.
იმის გამო, რომ Explore – ზე ყოველთვის ხვდება ახალი და ტრენდული ინფორმაციები, Pin–ის შედეგები მუდმივად იცვლება და მიზნად ისახავს, იმას, რომ ხალხი რეგულარულად დაუბრუნდეს მას, რათა არაფერი გამორჩეთ და მუდმივად მიუყვნენ სიახლეებს.
3: The Following Feed გამოწერილი გვერდების ველი
თქვენ შეგიძლიათ მიყვეთ (follow) სხვადასხვა ანგარიშებს, დაფებს და თემებს Pinterest- ზე. ახალი შეტყობინებების სანახავად, რომელსაც თქვენ გინდათ რომ მისდევდეთ, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს “following”. გვერდები რომელსაც თქვენ მიყვებით ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩანს თქვენს ველზე, ასე რომ მარტივად შეძლებთ თვალყური ადევნოთ მათ სიაახლეებს.
Boards დაფები
Pinterest – ის დაფები არის ის, სადაც თქვენ შეინახავთ თქვენს პინებს. როგორც ბრენდის ან ბიზნესის წარმომადგენელმა, შექმენით დაფების კოლექცია, რომელსაც დაყოფთ კატეგორიებად. ეს გაუადვილებს თქვენს მიმდევრებს მარტივად შეეძლოთ მოძებნონ, იპოვონ და მიუყვნენ მათთვის საინტერესო დაფებს.
მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ტურისტული კომპანია, ალბათ გენდომებათ შექმნათ დაფები იმ ადგილების შესახებ, სადაც თქვენ შეგიძლიათ ამოგზაუროთ ტურისტები. ‘Topic areas’ შექმნა, მარტივი გზაა თქვენი აუდიტორიის დასახმარებლად, რათა მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. თუ თქვენი გვერდი იქნება საინტერესო, ისინი გადაწყვეტენ თქვენს სიაახლეებს მუდმივად ადევნონ თვალყური.
Pins – „პინსები“ ე.წ. ქინძისთავები
Pinterest- ის სამყარო ბრუნავს მაღალი ხარისხის სურათების გარშემო, რომელსაც პინს უწოდებენ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ „პინი“ ვებგვერდზე დაკავშირების გარეშე, მაგრამ აუცილებლად გირჩევთ, რომ ის დაუკავშიროთ თქვენს ვებგვერდს, იმისათვის რომ უფრო ეფექტურად მართოთ Pinterest- ი თქვენი ბიზნესისთვის. ყველა პინს შეუძლია მიგიყვანოთ იმ ვებ – გვერდთან, რომლის საშუალებითაც ის იყო განთავსებული. ეს შეიძლება იყოს ონლაინ მაღაზია, ჟურნალი, ბლოგი ან კომპანიის ვებსაიტი. სწორედ ამიტომ, თვალში მოსახვედრი – ეფექტური პინი, რომლესაც ექნება საინტერესო აღწერა, საუკეთესო საშუალებაა Pinterest– ზე თქვენი აუდიტორიის გაზრდისთის. აგრეთვე მნიშვნელოვანია სხვა მომხმარებლების პინის შეგროვება და შენახვა, იმისთვის რომ დარწმუნდეთ, თქვენ ნამდვილად ქმნით ხარისხიან და საინტერესო გვერდს.
ეს არამარტო თქვენს მიმდევრებს დაეხმარება იმაში, რომ იპოვონ უფრო მეტი პინი, რომლებიც მათ აინტერესებთ, არამედ ეს არის გზა, წარმოაჩინოთ თქვენი ბიზნესი, როგორც ავტორიტეტული თქვენს სექტორში და გახდებით რესურსი ინსპირაციისთვის, რაც საბოლოოდ გახდის თქვენს გვერდს აქტიურს და პოპულარულს. თქვენ კი შეძლებთ იყოთ „ინფლუენსერი“.