...
0 (0 Ratings)

სოციალური მედია მარკეტინგი

რეფერენტი

გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ტრენერი
ანა აივაზიშვილი, რომელმაც განათლება მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულებით. ანა ასევე გახლავთ კომპანია “SiSters Wine” -ის თანადამფუძნებელი. ანა BPN Georgia-ს გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. ის 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. მისი საქმიანობის არეალი სხვადასხვა პოზიციებზე მოიცავდა ბაზრის კვლევას, ახალი პროდუქტის/სერვისის შეფუთვა-დამატებას, მოლაპარკების წარმოებას, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმარებას და სისრულეში მოყვანას. უშუალოდ ციფრული მედია მარკეტინგის კუთხით ანას 7 წლიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა ის გახლავთ BPN Georgia-ს ტრენერი ციფრული მედია მარკეტინგის მიმართულებით. მისი სასემინარო პორტფოლიო შედგება სემინარებისგან: Facebook რეკლამები და სოციალურ მედია მარკეტინგი.
18 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, ჯგუფური მუშაობა

მიზანი: მონაწილეები შეისწავლიან სოციალური მედია მარკეტინგის უმთავრეს პრაქტიკულ და თეორიულ ელემენტებს. პრაქტიკული მაგალითები აყალიბებენ სწორ მარკეტინგულ ხედვას, რაც ბიზნესის დაგეგმვასა და განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს. კურსი დაგეხმარებათ მიმზიდველი სარეკლამო პლატფორმების სწორად განსაზღვრაში, რეკლამის სწორად განთავსებასა და რაც მთავარია, მიღებული შედეგების კონტროლში.

ფორმატი

ონლაინ

მონაწილეები

დასწრება შესაძლებელია პირებისთვის, ვისაც სურს სოციალური მედია მარკეტინგის შესწავლა

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

02/06/2025 -

20/06/2025

საწყისი 7:00 pm
მანამდე 9:00 pm
300,00 

შინაარსი

  • მარკეტინგის შესავალი, მარკეტინგის არსი;
  • 4P;
  • 4C;
  • მყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • ვირუსული რეკლამა;
  • Google Ads – მიმოხილვა, რეკლამის ტიპების განახილვა და მათი უპირატესობები;
  • Google Analytics –  მიმოხილვა, რას გვთავაზობს კონკრეტული პლატფორმა;
  • Google My Business – გვერდის შექმნა და მისი მართვის პრინციპები;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ბანერის აწყობისას;
  • ბიდინგი – თანხის გადახდის სისტემა სოციალურ ქსელებში;
  • Facebook Business Manager –  განხილვა და შექმნა;
  • Facebook (Ads Manager.) რეკლამის გაშვების საშუალებების განხილვა პრაქტიკული მაგალითების თანხლებით
  • Instagram – როგორ მუშაობს ალგორითმი, სასარგებლო რჩევები.
  • Linkedin – საკუთარი პროფაილის დარეგისტრირება, ბიზნეს გვერდისა და სარეკლამო ანგარიშის შექმნა, რეკლამირების მექანიზმების განხილვა;
  • Pinterest – საკუთარი ანგარიშის და ბიზნეს ანგარიშის შექმნა, მოხმარების პრინციპები.
  • YouTube – არხის შექმნა და მართვისთვის სასარგებლო რეკომენდაციები.

     ვებინარი ჩატარდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

      საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare