მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს – პრინც ვილიამს მესამე შვილი შეეძინა, შვეიცარიულმა ყავის მწარმოებელმა «Black & Blaze»–მა გადაღლილ მამას ძლიერი პრემიუმ ყავა გაუგზავნა. ინგლისის სამეფო სახლიდან მიღებული პასუხის წყალობით ამ გზავნილს დიდი მედია გამოხმაურება მოჰყვა, პოპულარული გახდა სოციალურ მედიაში და შედეგად რეკორდული ბრუნვაც მოუტანა ფირმას.
ფიქრობთ, რომ თქვენ, როგორც ერთ მცირე ან საშუალო ბიზნესს, არ გაქვთ შანსი თქვენი მცირე ბიუჯეტით შეეჯიბროთ ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს? მაშინ ეს შემთხვევა საწინააღმდეგოში დაგარწმუნებთ.
დავითი გოლიათის წინააღმდეგ!
შვეიცარიაში ყავის ბაზარი ძალზედ გაჯერებულია. ადგილობრივი მცირე მეწარმეები ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ ისეთი მსხივლი კონცერნების გვერდით, როგორიც მაგალითად ნესტლეა და ამას ისინი იმ მცირედი ბიუჯეტით ახერხებენ, რომელიც მსხვილი მეწარმეების მიერ წლიურად დახარჯულ სარეკლამო ხარჯთან შედარებით უმნიშვნელოა. ტიპიური დავითისა და გოლიათის შემთხვევა. ერთ-ერთი ასეთი დავითთაგანია ყავის საწარმო «Black & Blaze»-ი ციურიხიდან, რომელიც 2010 წლიდან ცდილობს ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას. კომპანია ძალიან კარგ პრემიუმ ხარისხის ყავას აწარმოებს ძლიერი ნიშნით და არომატით. ეს ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის, თუმცა ნაკლები ცნობადობის გამო ინფორმაცია ახალი პოტენციური მომხმარებლის ყურამდე ძნელად მიდის. «Black & Blaze» – ი ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ყავის წარმოებაში ხარჯავს, ამიტომ საკუთარი ყავის მაღალი კლასის უპირატესობების შესახებ მომხმარებელთან საუბრისთვის საკმარისი თანხა აღარ რჩება. სიტუაცია, რომელიც ალბათ თქვენც გეცნობათ, როგორც მცირე ან საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს.
როგორ გავზარდოთ ცნობადობა?
რა თქმა უნდა აუცილებელია იდეა, რომელიც ყურადღებას მიიქცევს და კონკურენტებისაგან გამოგვარჩევს.
ყავის ცნობილ რეკლამებში ძირითადად სიამოვნების მომენტია ხაზგასმული. მასიურ სარეკლამო სივრცეში გამორჩეული ადგილის დასამკვიდრებლად კი საჭიროა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი: სიამოვნება, რომელიც გვაფხიზლებს. ეს არის სწორედ ის უპირატესობა, რომელზეც მაგალითად ისეთ რთულ და დამღლელ სიტუაციებში უარს არავინ იტყოდა, როგორიცაა ბავშვის დაბადება, როდესაც მშობლებს ღამეების თევა უწევთ. საჭიროა არასტანდარტული, განსხვავებული იდეა, რომლითაც რაც შეიძლება დიდი სარეკლამო ეფექტი იქნება მიღწეული. ყავის მსხვილი მაგნატები აქ ისეთ ცნობილ სახეებს იყენებენ, როგორიცაა მაგალითად ჯორჯ კლუნი და იმაზე აკეთებენ აქცენტს, თუ რას ამბობენ ეს ადამიანები მათ პროდუქტზე.
შეწვდება ამას პატარა ბიზნესი, ისეთი როგორიცაა «Black & Blaze»? იქნებ შეწვდეს …
ბრწყინვალე იდეა
მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე – პრინცი ვილიამი სამგზის მამა გახდა, ამ ფაქტიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ მას საჯარო ღვთისმსახურებაზე ჩაეძინა.
შემთხვევა, რომელზეც მსოფლიო მედია ალაპარაკდა, «Black & Blaze»-მა საკუთარ შანსად აქცია და დაღლილ მამას კენსინგტონის სასახლეში მაშინვე გაუგზავნა ერთი პაკეტი პრემიუმ ყავა (დაახლ. 25$ ღირებულების) იმისათვის, რომ მას მოკლე ღამეების მიუხედავად ფხიზლად ყოფნა შესძლებოდა.
გზავნილი წარმატებული გამოდგა! სულ რამოდენიმე დღის შემდეგ სასახლიდან სამადლობელო წერილი მოვიდა.
დაუჯერებელი შედეგი
«Black & Blaze»-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული სამეფო სახლის პასუხი მარტო «Black & Blaze»- მა კი არა, შვეიცარიულმა პრესამაც აიტაცა და ამის შესახებ მთელი ქვეყნის მოსახლეობას ამცნო. სხვა სოციალურ მედია არხებშიც დიდი გამოხმაურება ხვდა წილად ამ ინფორმაციას და ასე მოულოდნელად ყველა ალაპარაკდა «Black & Blaze»-ზე. წარმატებული პიარ აქცია სულ რაღაც ერთი პაკეტი ყავის ხარჯზე შედგა. წინა წელთან შედარებით ბრუნვა 45.3%-ით გაიზარდა დაუჯერებელი შემოსავლის მაჩვენებლით სარეკლამო ხარჯებთან მიმართებაში «Return of Advertising Spend (ROAS)», რომელიც 204’000-ს გაუტოლდა.
ROAS-ის გაანგარიშება: ნამატი ბრუნვა/სარეკლამო ხარჯი * 100, ანუ (51’000 აშშ $ / 25 აშშ $) * 100 = 204’000
რაც შეეხება მათ ვებ გვერდზე ტრეფიკს, ის გაათმაგდა.
ხართ მცირე ან საშუალო ფირმის მმართველი და გაინტერესებთ თქვენი მცირე სარეკლამო ბიუჯეტით როგორ გაზარდოთ თქვენი ფირმის ცნობადობა? გსურთ იცოდეთ რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენმა გაყიდვებმაც მოიმატოს?
გაინტერესებთ სხვა პრაქტიკული და საინტერესო მარკეტინგული მაგალითები ევროპული მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურობიდან?
მაშინ თქვენ ჩვენთან სწორად მოხვდით!
გაეცანით ჩვენი სემინარების ჩამონათვალს, დაესწარით თქვენთვის საინტერესო შეხვედრას ან დაგვიკავშირდით ტელ. ნომერზე: 599 879341, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე:
www.facebook.com/bpngeorgia/ ან info@bpngeorgia.ge
წყარო: Effie Awards Switzerland 2020