...

მუშაობა კარგია იმ პირობით, თუ არ გავიწყდება, რომ თან უნდა იცხოვრო!

აფრიკული ანდაზა

ბევრი ცდილობს, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ბალანსის დაცვას სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, რომლის არსიც ამ ორ სფეროს შორის ჯანსაღ ურთიერთმიმართებაში მდგომარეობს და ამოსავალი წერტილი ადამიანის მიერ საკუთარი რესურსების სწორად შეფასება და მათი გონივრული გადანაწილებაა.

სამუშაოს შესრულებას დრო და ენერგია სჭირდება. ერთის მხრივ ოჯახი და პირადი ცხოვრება სტიმულის მომცემი უნდა იყოს და ჩვენს სამუშაოს კიდევ უფრო ღირებულს ხდიდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, პირადი ინტერესებისა და საკუთარი ოჯახისთვისაც გვჭირდება დრო და რესურსები, რომ დამყარდეს და დაცული იქნეს წონასწორობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში აუცილებელ პირობას წარმოადგენს ჰარმონიული და ბედნიერი ცხოვრებისათვის.

მხოლოდ ასეთი ბალანსის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჩვენ, როგორც დასაქმებულმა ადამიანებმა, შევძლოთ სამსახურშიც პროდუქტიული ვიყოთ და ამავდროულად ბედნიერი ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების გარემოცვაშიც.

balance.PNG

არასოდეს ყოფილა მარტივი ამ ბალანსის მიღწევა, არ არსებობს რჩევების კრებული წინასწარ გაწერილი გაიდლაინებით, რომლითაც ყველა ადამიანი იხელმძღვანელებს. ეს საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, რომელშიც იმყოფება მოცემულ მომენტში ადამიანი,  მის ინტერესებზე და იმ ალტერნატივებზე, რომელთა შორისაც მას არჩევანის გაკეთება უწევს.

Work Life Balance – კიდევ უფრო აქტუალური და ამავდროულად რთული ცნება გახადა ჩვენმა ამჟამინდელმა ყოფამ. პანდემიის საწყის პერიოდში ფიქრობდნენ, რომ  Work Life ბალანსი დისტანციური მუშაობის ფონზე გაადვილდებოდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. ამის მიზეზია მაგ. ის, რომ ე.წ. ჰოუმ ოფისში თავად წყვეტ, რომელ საათზე დაასრულო სამუშაო დღე, შეიძლება სულმა წაგძლიოს კიდეც და  8-ის ნაცვლად 10 საათი იმუშაო. კველვებმა ისიც აჩვენა, რომ სახლის პირობებში დიდ, ხმაურიან ოჯახებშიც კი ძალიან ბევრი კიდევ უფრო კონცენტრირებულად ახერხებს მუშაობას და ძალისხმევას არ იშურებს, რომ  სამსახურის საქმეს საოჯახო საქმემ ხელი არ შეუშალოს. ამ ყველაფერმა საზღვრები თითქოს წაშალა სამსახურსა და ოჯახს შორის.

csm_Adobe_c_famveldman__331437108_937ffb40a2.jpeg

რა მოვიმოქმედოთ, როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ბალანსი ისე, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს ისეთ ეპოქაში, სადაც ცალკე გაციფრულებამ და ცალკე ამ პროცესის კატალიზატორმა – პანდემიამ სამუშაო და პირად სივრცეებს შორის ზღვარი თითქმის გაანადგურა? თუ ეს ასე არ არის, მითხარით, რომ სამუშაო საათებს მიღმა თქვენ არ ამოწმებთ მაგალითად მეილბოქსს?

რას ფიქრობენ ამ საკითხზე მკვლევარები?

პანდემიამ ჩვენი ყოფა შეცვალა და მისი დასრულების შემდეგ ცხადია, ყველაფერი უკვალოდ და ერთ დღეში არსად გაქრება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ  ამერიკაში ჩატარებულმა MC Kinsey-ის კვლევებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად ეფექტურია ე. წ. ჰოუმ ოფისი  და მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელზეც ალბათ თანამედროვე სამყარო უარს აღარ იტყვის.

ასეთ პირობებში Work Life Balance-ს თანდათან ანაცვლებს ტერმინი Work Life Integration, ახალი ტენდენცია მსოფლიო სამუშაო სამყაროში, რომელიც არა საზღვრების დაწესებას, არამედ ინტეგრაციას გულისხმობს პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არაერთმა კვლევამ და მათ შორის სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამაც აჩვენა, რომ ე. წ. ჰოუმ ოფისიდან მუშაობა პრუდუქტიულობაზე დადებითად მოქმედებს და მის ზრდას უწყობს ხელს.

integration.JPG

და მაინც რა შეიძლება მოვიმოქმედოთ საიმისოდ, რომ ბედნიერად ვიგრძნოთ თავი, დავიცვათ ბალანსი (თუ გნებავთ, ახლა ინტეგრაცია ვუწოდოთ) და თუნდაც დისტანციურ რეჟიმში მუშაობისას მოვახერხოთ და ყველა ის როლი, რომლის შესრულებაც ამ პერიოდში გვაკისრია სამსახურშიც და პირად გარემოცვაშიც, ეფექტურად შევასრულოთ?

რამოდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

  • დააწესეთ საზღვრები: თქვით არა და სხვის უარსაც პატივისცემით მოეკიდეთ. იმისათვის, რომ რომ ყველა შეხვედრა შედგეს, 24/7-ზე ხელმისაწვდომი ნუ იქნებით ყველასთვის, ნუ დავიწყებთ თქვენს საკუთარ ან თქვენი თანამშრომლების კეთილდღეობას.
  • სახლში, მაგრამ ჯანმრთელად: შეიძლება ფიტნეს კლუბები დახურულია და გარე აქტივობებითაც ვერ ხართ დაკავებული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჯანსაღი კვება, მოწესრიგებული ძილი მნიშვნელოვანია თვენი ჯანმრთელობისა და ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უფრო კონცენტრირებული და ეფექტური მუშაობისთვისაც. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, კუთვნილი შესვენების დრო ჰაერზე გაატაროთ და იმოძრაოთ.
  • დრო ჩემთვისდრო სამსახურისთვის: მაშინაც კი, თუ თქვენს სამსახურს მხოლოდ რამოდენიმე მეტრი გაშორებთ და ეს მხოლოდ თქვენსავე სახლში თქვენსავე სამუშაო ოთახში სამუშაო მაგიდასთან დაჯდომას გულისხმობს, აუცილებლად დააწესეთ რუტინა, რომელიც მკაცრად გამიჯნავს სამუშაო და დასვენების დროს ერთმანეთისგან. საწოლიდან პირდაპირ სამუშაო კაბინეტში არ შეხვიდეთ. დილის რუტინა, ფინჯანი ყავა, ან ჩაი მნიშვნელოვანია, სანამ საქმეს შეუდგებოდეთ.
  • სამუშაო ადგილი: მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელია, საწოლიდან ან დივანზე მყუდროდ მოკალათებული ნუ იმუშავებთ. ეს ადგილები დასვენებისთვისაა განკუთვნილი. გქონდეთ კონკრეტულად მუშაობისთვის გამოყოფილი ერთი ადგილი, რომელსაც თქვენი მოთხოვნების შესაბამისად კომფორტულად მოაწყობთ და სამუშაო საათების დასრულებისთანავე დატოვებთ. იდეალურ შემთხვევაში თუნდაც სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გადით გარეთ, ჰაერზე, როგორც მინიმუმ კი – სხვა ოთახში.
  • გქონდეთ რუტინაონლაინ რეჟიმშიც: მიბაძეთ საუკეთესო დამსაქმებელს – კომპანია ჰილტის, რომელმაც თავის პერსონალს არაერთი აქტივობა შესათავაზა, როგორებიცაა მაგ.  მედიტაცია, ან ერთად რაიმე გემრიელის მომზადება. ეს გვეხმარება, ერთმანეთს ვაგრძნობინოთ თანადგომა რთულ პერიოდებშიც და ამავდროულად ვიზრუნოთ ურთიერთობების შენარჩუნებაზეც.
  • იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე: ყურადღებით მოეკიდეთ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მენტალურ მდგომარეობას. არსებობს უკვე არაერთი აპლიკაცია, ბევრი კომპანია სხვადასხვა საჭირო სემინარებზეც უშვებს თანამშრომლებს, რათა საჭირო რჩევები მიიღონ, როგორ გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს მენტალური თვალსაზრისით. თუ მსგავს შეთავაზებას მიიღებთ, დათანხმდით, ინიციატივაც გამოიჩინეთ.
  • გამოხატეთ მადლიერება: სულ პატარა ჟესტებიც კი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. ამის კარგი მაგალითია კომპანია Insight Technology Solutions, რომელმაც მადლობის ნიშნად Homeoffice-ში თანამშრომლებს «მადლიერების პაკეტები» დაუგზავნა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გათვალისწინებული იყო თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალური ინტერესები და სურვილები. ასეთი ჟესტებით მხოლოდ თანამშრომლის გულს კი არ გავათბობთ, ხელს შევუწყობთ გუნდში ერთიანობას, ურთიერთდაფასებას, ნდობის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში ხშირად ბევრ სხვა ფაქტორზე უფრო მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებული საქმიანობისათვის.

«არასოდეს, არცერთ ეპოქაში არავის უთქვამს სიკვდილის წინ –  ნეტავ უფრო მეტი დრო გამეტარებინა ჩემს სამუშაო მაგიდასთან»

პოლ ცონგასი – მე-20-ე საუკუნის პოლიტიკოსი

გახსოვდეთ ეს და შეეცადეთ, იმუშაოთ და იცხოვროთ!

შემოგვიერთდით დროის მენეჯმენტის სემინარზე და გაიგეთ მეტი ამ თემის შესახებ!

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare