Business Planning for Guesthouses

თუ ხართ მცირე სასტუმროს მფლობელი, ან საცხოვრებელი ფართის ტურისტებზე გაქირავებით ცდილობთ ბიზნესის განვითარებას, თუ ხედავთ პოტენციალს,  მაგრამ გიძნელდებათ იდეების და სამომავლო გეგმების ფორმულირება მაშინ ჩვენთან სწორად მოხვდით.

საოჯახო ტურისტულ ბიზნესზე გათვლილი კომპაქტური ორდღიანი ვორქშოფის მიზანია ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმოთ თქვენი ბიზნესის საკვანძო პროცესები და ფინანსები. ამაში ვორქშოფის მონაწილეებს ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტები დაეხმარებიან. თანამედროვე, პრაქტიკული და მცირე მეწარმისთვის გასაგები მაგალითების საფუძველზე ისწავლით, თუ როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნეს გეგმა და რას უნდა მოიცავდეს იგი.

თემების ჩამონათვალი:

  1. რისთვის მჭირდება ბიზნეს გეგმა? კონკრეტული სარგებელი
  2. როგორ ვწერ დამაჯერებელ  რეზიუმეს, რომელიც ჩემს ბიზნეს იდეას და მის მომხიბვლელობას გამოკვეთს?
  3. რეკლამა ისეთ ონლაინ პლატფორმებზე, როგორებიცაა  booking.com ან  Airbnb?
  4. როგორ უნდა ვიპოვო ის ნიშნები, რომლებიც ჩემს ბიზნესს, ჩემს პროდუქტს თუ მომსახურებას ბაზარზე განუმეორებელს ხდის? (Unique Selling Proposition)
  5. SWOT ანალიზის საშუალებით თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების, საფრთხეების და შესაძლებლობების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა.
  6. ბაზრის გონივრული ანალიზი და საკუთარი ნიშის ძიება. სწორ სეგმენტზე გასვლა და მიზანმიმართული რეკლამა (Facebook Ads Manager -ის გამოყენება)
  7. კონკურენტების ანალიზი: კონკურენტებზე ინფორმაციის სისტემატური შეგროვება და შედარება.
  8. ხარისხის მენეჯმენტი: ხარისხის განსაზღვრა და სხვადასხვა ღონისძიებები ხარისხის უზრუნველსაყოფად.
  9. რისკების მართვის მატრიცა: შესაძლო რისკების სისტემატური ანალიზი  და გატარებული ღონისძიებების დოკუმენტირება.
  10. ფინანსური დაგეგმვა: მოგება-ზარალის აღრიცხვის მარტივი ფორმის მეშვეობით შემოსავლების და ხარჯების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი.

სამუშაო მეთოდი:

ვორქშოფი ინტერაქტიულია და მოიცავს არაერთ ჯგუფურ სამუშაოს. მონაწილეებს ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის საშუალება ეძლევათ. მათ კითხვებსაც აქტიურად ეცემა პასუხი.

ვორქშოფის დასრულების შემდეგ, ბიზნეს გეგმის შედგენის პროცესშიც გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები ჩვენი სპეციალისტებისგან.


ფორმა: თეორიული ნაწილი და პრაქტიკის გაზიარება
ხანგრძლივობა: 2 დღე
ღირებულება: 75 GEL
ყავის შესვენებები გათვალისწინებულია
მონაწილეები: დასწრება სასურველია სასტუმროს მფლობელებისთვის

Login