როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები

მიზნები

ეძებთ ინვესტორს და არ იცით სად და როგორ მოიზიდოთ ის, ან როგორ ააგოთ მასთან ნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობა?
როცა იცით, რას აქცევს ყურადღებას ინვესტორი, კომპანიის სტრატეგიის ჩამოყალიბებისას და ფინანსური საკითხების განხილვისას ითვალისწინებთ მის  მოლოდინებს და მოთხოვნილებებს.
ინვესტორთან ერთად ბიზნესის მართვა ნიშნავს გაუყოთ მას ბიზნესის წილი და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც. ამიტომ დაფიქრდით, რამდენად ღირს კაპიტალის მოძიების წყაროდ ინვესტორის განხილვა.  
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ ინვესტორი და კომპანიის მმართველი ქრისტოფ ნიფელერი. ის ხშირად გვევლინება როგორც ინვესტორის, ისე ინვესტიციების მაძიებლის როლში.

შინაარსი 

  • კომპანია «Swiss Malting Ltd.» - ის მაგალითის განხილვა, რომელიც ყველაზე მსხვილი ალაოს მწარმოებელი კონცერნია შვეიცარიაში (www.schweizer-maelzerei.ch).  მაგალითზე დაყრდნობით მომხსენებელი მოგცემთ რჩევებს, როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ ინვესტორის ინტერესებზე მორგებული ფინანსური მოდელი  (Financial Business Model), საინვესტიციო შემოსავლების მაჩვენებლები და ფინანსური ანგარიშგება.
  • ინვესტორებს ასევე აინტერესებთ თქვენი ბიზნეს მოდელის თუ პროდუქტების პალიტრის ცვლილების შესაძლებლობები.  
  • ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ინვესტორთან კომუნიკაციაში არის: „რითაა თქვენი პროდუქტი განსაკუთრებული და რით გამოირჩევით კონკურენტებისგან?» ამ დროს ინვესტორები ირჩევენ კომპანიებს, რომლებიც პირველი მხედრის როლს ირგებენ (First Mover Advantage) და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე პოტენციალი გააჩნიათ.
  • თქვენ ასევე უნდა შეძლოთ თქვენი მენეჯმენტის გუნდის გამოცდილება მაქსიმალურად საინტერესოდ წარადგინოთ და ისიც უნდა გაიაზროთ, როგორ აფასებს ინვესტორი პოტენციურ რისკებს.  
  • რადგან ინვესტიციების უმეტესობა დროში შეზღუდულია, მნიშვნელოვანია ასევე ინვესტიციიდან გასვლის სტრატეგიის შემუშავებაც.  (Exit Strategy).

შეხვედრა ითვალისწინებს 30 წუთიან ინდივიდუალური კითხვა - პასუხის რეჟიმსაც.  

რეფერენტი: ქრისტოფ ნიფელერი:

კომპანია «Swiss Malting Ltd.» - ის დამფუძნებელი და საერთაშორისო რანგის შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის «Nobile Ltd. – Artisti del Cioccolato» - ის მეწილე. სიგარების კოლოფების საწარმოს «Project X Ltd.» თანადამფუძნებელი. წარსულში შვეიცარიული ვისკის საწარმოს თანამეწილე და «Whisky World» - ის თანამფლობელი სინგაპურში.


ფორმა: თეორიული ნაწილი, შვეიცარიული პრაქტიკული მაგალითები, კითხვა პასუხის რეჟიმი
ხანგრძლივობა: 4 საათი

ღირებულება: 70 ლარი (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)
მონაწილეები: დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის

თარიღი და რეგისტრაცია

რეგისტრაციის გავლა

Login