5 ნაბიჯი ეფექტური მარკეტინგული გეგმისკენ

მიზნები

მარკეტინგი არ არის მხოლოდ დიდი ფირმების ფუფუნება, რომელთაც აქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება და  სარგებლობენ სარეკლამო სააგენტოების ან მარკეტინგის სპეციალისტის მომსახურებით. სემინარზე თქვენ ისწავლით საკუთარ კომპანიაზე მორგებული მარკეტინგული კონცეფციის შემუშავებას.  

შინაარსი

  • ბაზრის, მომხმარებლების და კონკურენტების ფუნდამენტური ანალიზით კონკურენტულ გარემოში საკუთარი პოტენციალის ამოცნობა და განვითარება
  • მარკეტინგული სტრატეგიის და გრძელვადიანი მიზნების დასახვა მარკეტინგული მიქსის დახმარებით (პროდუქტი, ფასი, დისტრიბუცია, კომუნიკაცია)
  • პროდუქტის შეთავაზების წარმატებით განთავსება ბაზარზე
  • მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და სისტემატური შეფასება
  • მარკეტინგული კონცეფციის შექმნა და დამარწმუნებელი პრეზენტაცია

1 ნაბიჯი: სიტუაციის ანალიზი

  • სიტუაციის ანალიზი ბაზარზე/ ბაზრის დინამიკა: სეგმენტაციის კრიტერიუმები, Buyer Persona - ს განვითარება, ბაზრის სიდიდე, ბაზრის ზრდა, ყიდვის პროცესი (Decision Making Unit)
  • სიტუაციის ანალიზი კონკურენტულ გარემოში: Porter's Five Forces - ის კონცეფციით კონკურენტული გარემოს შეფასება (Porter's Five Forces)
  • გარემოს ანალიზი: PESTEL - ის ანალიზით არსებული და სამომავლო შანსების და რისკების შეფასება 

2 ნაბიჯი: მარკეტინგული მიზნები და სტრატეგიები

  • ნაწილობრივი ბაზრების და მარკეტინგული სეგმენტის შერჩევა. არადიფერენცირებული და დიფერენცირებული მარკეტინგული სეგმენტის ანალიზი. სტრატეგიული გადაწყვეტილებები შერჩეული ნაწილობრივი ბაზრების სიდიდესთან მიმართებაში.
  • დიფერენცირების სტრატეგიები: დიფერენცირება პროდუქტის, ფასის, დისტრიბუციის და კომუნიკაციის დონეზე. 
  • ზრდის სტრატეგიები: ბაზარზე შეღწევა, ბაზრის განვითარება, პროდუქტის განვითარება, დივერსიფიკაცია.
  • კონკურენციის სტრატეგიები: პიონერის, ბაზრის ინიციატორის, ბაზრის თანამოთამაშის, ნიშების სტრატეგია
  • Corporate Identity: Corporate Design, Corporate Communication, Corporate Behaviour
  • სასურველი ბრუნვა და საბაზრო წილი

3 ნაბიჯი:  მარკეტინგული მიქსი

  • პროდუქტი: ასორტიმენტის ჩამოყალიბება და განვითარება. სწორი მარკეტინგული მიქსი პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ფაზაში. გამოკვეთილი მარკეტინგული პოზიციის დაკავება. შეფუთვა. დამატებითი მომსახურებები
  • ფასი: მოთხოვნაზე ორიენტირებული, კონკურენტებზე ორიენტირებული და ხარჯებზე ორიენტირებული ფასის განსაზღვრა, ფასის პოზიციონირების სტრატეგიები, ფასდადების ფსიქოლოგიური ფაქტორები, ფასდაკლების აქციები. 
  • დისტრიბუცია: პირდაპირი და არაპირდაპირი რეალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. Push- და Pull - სტრატეგია, Cross-Selling, Up-Selling
  • კომუნიკაცია: მარკეტინგული კომუნიკაციის ჩარჩო პირობები, წარმატების ფაქტორები კომუნიკაციაში, 360 გრადუსიანი Touchpoint- ანალიზი, რეკლამა, გაყიდვების ხელშეწყობა, საზოგადებასთან ურთიერთობა.

4 ნაბიჯი: მარკეტინგული ინსტრუმენტების დაგეგმვა და კოორდინაცია

  • მარკეტინგულ მიზნებთან შეთანხმებული მარკეტინგული მიქსის დაგეგმვა
  • ახალი მომხმარებლების შეძენა და ძველის შენარჩუნება
  • მარკეტინგული ბიუჯეტის განაწილება

 

5 ნაბიჯი: მარკეტინგის კონტროლი

  • გაყიდვების ძაბრის მეშვეობით (Sales Funnel) ყიდვის პროცესში პრობლემების ან გაუმჯობესების პოტენციალის ამოცნობა
  • Return on Marketing Investment (ROMI) ინდექსის გამოთვლა

დასკვნითი ნაწილი                                                                                                                                 

საკუთარ ბიზნესზე მორგებული მარკეტინგული კონცეფციის შედგენა და წარდგენა და მასთან დაკავშირებული შეფასებების და მოსაზრებების გაზიარება სემინარის მონაწილეთა მხრიდან


ფორმა: სემინარი ინტერაქტიულია და შეიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, ვიდეო მასალას, კვლევებს და მაგალითებს შვეიცარიიდან და მთელი მსოფლიოდან.
ხანგრძლივობა: 12 საათი
ღირებულება: 200 GEL (BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% - იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში კი 20 % - იანი ფასდაკლება)

მონაწილეები: მცირე და საშუალო კომპანიის მმართველები და მფლობელები, მარკეტინგის განყოფილების მმართველები და მარკეტინგზე პასუხისმგებელი პირები. ამ თემით დაინტერესებული პირები

 

მომხსენებელი: დანიელ მათერი

ტრენერი, ქოუჩი, ბიზნეს კონსულტანტი, „BPN Georgia“-ს დირექტორი.


რეგისტრაციის გავლა

Login