Business Development and Financial Planning

გაქვთ საინტერესო იდეები და განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნესი? ვერ ახერხებთ თქვენი პოტენციალის სრულად ათვისებას, რადგან გიძნელდებათ თქვენი იდეების ფორმულირება და სტრუქტურაში მოყვანა? მაშინ სწორად მოხვდით ჩვენთან!

ბიზნეს გეგმის ერთდღიან ვორკშოპზე თქვენ შეისწავლით ბიზნეს გეგმის შედგენის ძირითად პრინციპებს, გაიაზრებთ თქვენს ბიზნეს იდეებს, ისწავლით ფინანსური შედეგების გათვლას და კონტროლს.

ვორკშოპის მსვლელობისას და შემდგომ პერიოდშიც BPN - ის შვეიცარიელი და ადგილობრივი ექსპერტები დაგეხმარებიან ბიზნეს გეგმის შედგენაში. მიხვდებით, რამდენად რეალისტურია თქვენი ბიზნეს იდეები. ისწავლით, როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ ლაკონურად და კლიენტებზე ორიენტირებულად თქვენი ბიზნეს ხედვა და როგორ განახორციელოთ ის კონკრეტული სტრატეგიების და გეგმების მეშვეობით დროულად და რეალისტურად. ეს პროცესი მოიცავს ბაზრის, კლიენტების, კონკურენციის, საკუთარი შესაძლებლობების, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზს.

ფორმა: თეორიული ნაწილი და პრაქტიკული მუშაობა ბიზნეს გეგმაზე. ვორკშოპი ტარდება მცირე ჯგუფში (5 -10 მონაწილე). მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სასურველი ინფორმაცია კითხვა პასუხის რეჟიმშიც.


ფორმა: თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ბიზნეს გეგმაზე
ხანგრძლივობა: 1 დღე
ღირებულება: დასწრება თავისუფალია

Login