...
0 (0 Ratings)

ხელნაკეთი საქმიანობიდან წარმატებულ ბიზნესამდე

რეფერენტი

ხელნაკეთი ნივთების ხელოვნების ექსპერტი
6 საათი

ფორმა & მიზნები

ფორმა: თეორიული ნაწილი, პრაქტიკული დავალებები, ჯგუფური სავარჯიშოები, კითხვა პასუხის რეჟიმი

მიზანი:მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან საერთაშორისო ხელნაკეთი საქმიანობის სფეროს და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, აღმოაჩენენ ამ დარგის დიდს პოტენციალსა და საინტერესო შესაძლებლობებს. მონაწილეები ფოკუსირდებიან საკუთარ ძლიერ მხარეებზე და დაინახავენ თანამშრომლობის პოტენციალს სხვა მომწოდებლებთან საინტერესო შეთავაზებების ერთობლივად შესაქმნელად. ამასთან ერთად, ისინი შეისწავლიან, როგორ შეიმუშაონ და დანერგონ ახალი ვორქშოფების, ღონისძიებებისა და ექსკურსიების შეთავაზებები.

სემინარის დასრულების შემდეგ, ფილიპ კუნცე კომპანიებს ინდივიდუალურ ქოუჩინგს შესთავაზებს, რითაც ხელმისაწვდომს გახდის თავის მრავალწლიან გამოცდილებას ახალი ხელნაკეთი პროდუქტების შემუშავებასა და ორგანიზებაში.

ტრენინგი ჩატარდება 3-4 ნოემბერს, 19:00-22:00 სთ-ებში.

სემინარზე სრულად დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.

ფორმატი

ადგილზე

მონაწილეები

ყველა ადამიანი, რომელიც ხელნაკეთი საქმიანობითაა დაკავებული და აქვს ბიზნესი.

სემინარის ფაილები

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ კურსზე ქვემოთ ან შედით სისტემაში კურსის ფაილების სანახავად.

შემდეგი კურსის თარიღი

წარსული

03/11/2025 -

04/11/2025

საწყისი 7:00 pm
მანამდე 10:00 pm
150,00 

შინაარსი

3 და 4 ნოემბერს, მხოლოდ ორ დღეს, გეძლევათ უნიკალური შანსი შეხვდეთ შვეიცარიელ ექსპერტს ხელნაკეთი ხელოვნებისა და ხელსაქმის სფეროში – ფილიპ კუნცეს, რომელიც გაგიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას, პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ სტრატეგიებს, თუ როგორ შეიძლება თქვენი შემოქმედება გადაიქცეს მდგრად და მომგებიან ბიზნესად. მონაწილეები მიიღებენ უნიკალურ ცოდნას საერთაშორისო ხელსაქმის ტენდენციებზე, გაეცნობიან საინტერესო მაგალითებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და აღმოაჩენენ, რამდენად დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა აქვს ამ სფეროს თანამედროვე ბაზარზე.

ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ შეიძლება შეიქმნას ახალი ფორმატის შემოთავაზებები – მაგალითად, თემატური ვორქშოპები, ხელოვნების ტურები, კულტურული ექსკურსიები და ღონისძიებები, რომლებიც თქვენს შემოქმედებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ თავიანთი ძლიერი მხარეების გამოვლენას და იდეების გაცვლას სხვა მონაწილეებთან ერთად, რათა ერთად ჩამოაყალიბონ ინოვაციური და საინტერესო შეთავაზებები.

ვორქშოპი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც მუშაობს ხელსაქმის სფეროში — იქნება ეს კერამიკა, ქსოვა, ხის დამუშავება, ხატვა, საპნის მომზადება, ფარნების ან თექის შექმნა, საკვების წარმოება, სამკაულების დიზაინი, ინსტრუმენტების დამზადება თუ სხვა სახის ხელნაკეთი საქმიანობა.  ყველას, ვისაც სურს, განავითაროს საკუთარი ბიზნესი, შემოქმედება და აღმოაჩინოს შემოსავლის ახალი გზები ხელსაქმის მეშვეობით.

გახდით ამ ექსკლუზიური შეხვედრის მონაწილე და აღმოაჩინეთ თქვენი ნამუშევრების გზა საერთაშორისო წარმატებისკენ — გააერთიანეთ ტრადიცია, ინოვაცია და შემოქმედება ერთ ბრენდად, რომელიც თქვენს ისტორიას მოუყვება მსოფლიოს.

ღირებულება: 150 ლ

საშეღავათო პირობები:

  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
  • BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
  • ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება

რეგისტრაცია: https://forms.gle/1t6TgiBgjsZsGVKd8 ან  დაგვიკავშირდით: 599 87 93 41

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare